Toyota 2012 წლისთვის იაფფასიან ავტომობილს გამოუშვებს

Toyota 2012 წლისთვის იაფფასიან ავტომობილს გამოუშვებს

კომპანია Toyota 2012 წლისთვის ბიუჯეტური ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომლის ფასი 11,5 ათას დოლარს არ აღემატება. ავტომობილი უმთავრესად ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისთვის იქნება გამიზნული.

ბიუჯეტური ავტო Yaris-ის ბაზაზე აიწყობა. ამ ავტომობილის და მისი დეტალების წარმოებას Toyota იმავე ქვეყნებში აპირებს, სადაც მის გაყიდვას ყველაზე მეტად ეცდება. ავტოკონცერნში იმედოვნებენ, რომ ამ გზით წარმოების ხარჯებს 30-40 პროცენტით შეამცირებენ.

პარალელურად, იაფ ავტომობილზე იაპონურ კონცერნზე დაქვემდებარებული კომპანია Daihatsu-ც მუშაობს, რომელიც პროდუქტს Toyota-ს ბრენდით გაყიდის. ანალიტიკოსთა თქმით, Toyota ბიუჯეტური ავტომობილების გამოშვებით სწრაფად მზარდი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრების დაპყრობას შეძლებს.

წელს იაპონურმა კონცერნმა ბიუჯეტური მოდელი Etios უკვე წარმოადგინა. ავტომობილი 1,2, 1,4 და 1,4-ლიტრიანი ძრავებით არის აღჭურვილი. მოდელის ფასი 10 ათას დოლარამდე იქნება და ინდოეთში გაიყიდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)