კომპანია Peugeot პარიზის ავტოსალონზე ახალი კონცეპტ-ქარის წარმოდგენას აპირებს, რომელიც იმავე პლატფორმაზე იქნება აგებული, რომელზეც პროტოტიპი Citroen DS4 HighRider-ი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომობილის დიზაინი კონცეპტ-ქარ Peugeot SR1-ის სტილის იქნება, რომლის პრეზენტაცია წელს გაზაფხულზე, ჟენევის ავტოსალონზე მოეწყო.
როგორც ფრანგული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-მარკ გალმა აღნიშნა, ამ პროტოტიპით შესაძლებელი გახდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება მომავალში Peugeot-ის კომპაქტური მოდელები.
პრემიალური მოდელების ანალოგიური ხაზი კომპანია Citroen-ს უკვე აქვს. ბრენდ DS-ის სახელით კომპაქტური ჰეჩბეკი DS3 იყიდება კიდეც, ხოლო სულ მალე მას С-კლასის მოდელიც შეუერთდება, რომელიც კონცეპტ-ქარ DS4 HighRider-ის მოტივებზე შეიქმნება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.