”უსაფრთხო მოძრაობის” მომხრეები შიშველი კელი ბრუკის რეკლამას აკრიტიკებენ

”უსაფრთხო მოძრაობის” მომხრეები შიშველი კელი ბრუკის რეკლამას აკრიტიკებენ

”უსაფრთხო მოძრაობის” მომხრეებმა კომპანია Reebok-ის სპორტული ფეხსაცმლის Reetones-ის რეკლამა გააკრიტიკეს, - წერს გაზეთი The Daily Mail.

მათი აზრით, ბილბორდებზე  გამოსახული შიშველი მოდელი კელი ბრუკი მძღოლთათვის საშიშროებას წარმოადგენს, კერძოდ, მძღოლებს რეკლამის ცქერისას ყურადღება ეფანტებათ და მოძრაობას ნაკლებად აკვირდებიან. 

ექსპერტების განცხადებით, ამგვარი ბილბორდები შესაძლოა ავტოავარიის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით კი  მაშინ, თუ იგი დასახლებულ პუნქტებშია განთავსებული.

მათივე თქმით, ანალოგიური რეკლამა, რომელზეც ევა ჰერციგოვა ტრუსებით იყო გამოსახული, ათობით ავარიის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება კომპანია Reebok-ს, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკლამა მძღოლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)