Toyota ხელმოკლე ახალგაზრდებისთვის იაფ კუპეს ქმნის

Toyota ხელმოკლე ახალგაზრდებისთვის იაფ კუპეს ქმნის

კომპანია Toyota ახალ კუპეზე მუშაობს. პროექტი იმ ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გამიზნული, რომელსაც სერიოზული სპორტული ავტომობილის შესაძენად ფული არ ჰყოფნის.

ახალი ავტომობილი კონცეპტ-ქარ GRMN Hot Hatch-ის სტილის იქნება, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენა წლის დასაწყისში ტოკიოს მოტორშოუზე მოხდა. ამასთან, "ახალგაზრდული Toyota" მოდელ Aygo-ის პლატმფორმაზე აიგება და Daihatsu-ის 1,5 ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება. ავტომობილის მასა ტონაზე ნაკლებია.

იაპონიაში ახალი ავტომობილის გაყიდვა 2012 წლიდან დაიწყება და სავარაუდოდ, 17 ათას აშშ დოლარამდე ეღირება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)