კონცერნმა Chrysler-მა კომპანია Dodge-ის ოფიციალურ საიტზე ახალი თაობის ყველგანმავალი Durango-ის ფოტოები გამოაქვეყნა. ახალი ავტომობილის შესახებ დეტალური ინფორმაცია კვლავაც არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ Durango "მძლავრი ავტომობილი, სავარძლების სამი რიგით" იქნება.
წინასწარი ცნობით, Dodge Durango ფართო საზოგადოების წინაშე მომავალი წლის იანვარში, დეტროიტის ავტოშოუზე წარსდგება. ავტომობილი Jeep Grand Cherokee-ის პლატფორმაზე აიგება, რომელიც, თავის მხრივ, Mercedes-Benz ML-ის მოდერნიზებულ შასის იყენებს.
ყველგანმავალი Pentastar-ის ოჯახის ექვსცილინდრიანი ძალისმიერი აგრეგატით აღიჭურვება, რომლის მოცულობა 3,6 ლიტრი, სიმძლავრე კი 280 ცხ/ძ იქნება. მეორე ვარიანტში HEMI-ის "რვიანი" განიხილება, რომელიც 5,7 ლიტრი და 360 ცხ/ძ-ის სიმძლავრის იქნება.
ავტომობილის წარმოება კონცერნ Chrysler-ის კანადურ ქარხანაში იგეგმება და ის ძირითადად ევროპული ბაზრისთვის იქნება გათვალისწინებული.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Chrysler