ინტერნეტით ახალი თაობის Mercedes-Benz CLS-ის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა

ინტერნეტით ახალი თაობის Mercedes-Benz CLS-ის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა

ინტერნეტით ახალი თაობის Mercedes-Benz CLS-ის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებიც სარეკლამო ბროშურიდანაა დასკანირებული. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა წელს, შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე უნდა შედგეს, რის შემდეგაც მისი გაყიდვაც დაიწყება.

ახალბედა თანამედროვე E-Class-ის პლატფორმაზე აიგება და ბენზინის ორი ძრავით იქნება წარმოდგენილი. პირველ ვარიანტში 306 ცხ/ძ-იანი, 3,5 ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი აგრეგატი განიხილება, მეორეში კი 435 ცხ/ძ-იანი, 8-ცილინდრიანი "თვინ-ტურბო" იგულისხმება, რომლის მოცულობა 4,6 ლიტრია.

საუბარია ასევე მომავალი თაობის Mercedes-Benz CLS-ის დიზელის ძრავებით აღჭურვაზეც. 4-ცილინდრიანი, 2,1 ლ მოცულობის აგრეგატი 204 ცხ/ძ-ის (500 Нм) იქნება, მეორე 6-ცილინდრიანი ძრავი კი 3ლ მოცულობისაა და მისი სიმძლავრე წუთში 1600-2400 ბრუნის დიაპაზონში 620 Нм-ს შეადგენს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)