ახლახან გერმანიის არაკეთილინდისიერ კონკურენციასთან ბრძოლის ცენტრმა (WBZ) კომპანია Opel-ს სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა, რომელიც ავტომობილების "სამუდამო გარანტიის" პირობას იძლევა. თუკი გერმანელი ავტომწარმოებლები შენიშვნას არ გაითვალისწინებენ, უწყება მათ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისთვის სასამართლოში უჩივლებს.
WBZ-ში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი საგარანტიო ვადები პირობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, ახალ ავტომობილზე "სამუდამო" საგარანტიო ვალდებულება მხოლოდ პირველი 160 ათასი კმ-ის გარბენზე, ან მეპატრონის მიერ ავტომობილის გაყიდვამდე მოქმედებს. ამასთან, გარანტია ყველა სათადარიგო ნაწილის ხარჯის ანაზღაურებას მხოლოდ 50 ათას კმ გარბენზე უზრუნველყოფს, რის შემდეგაც მეპატრონეს თავად მოუწევს დეტალების შეძენა.
"ხმამაღალ, მიმზიდველ სლოგანში ტყუილს, თუნდაც ის "ბრჭყალებში" იყოს ჩასმული, გამართლება არ აქვს", - აცხადებენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან ბრძოლის ცენტრში.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.