კონცერნი "ჯენერალ მოტორსი" "შევროლე კორვეტის" საშუალო მოტორის წყობითა და სიჩქარის გადაცემათა რობოტიზებული კოლოფით დამონტაჟებას არ აპირებს. ამის შესახებ ერთ-ერთი საავტომობილო გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში "ჯენერალ მოტორსის" ვიცე-პრეზიდენტმა, კარლ-ფრიდრიხ შტრაკემ განაცხადა. ამგვარად მან აგვისტოს დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
გარდა ამისა, შტრაკემ აღნიშნა, რომ "ჯენერალ მოტორსი" "კორვეტის" მომავალი თაობისთვის 6-ცილინდრიანი ძრავების ტესტირებას არ ატარებს. მომავალში სპორტ-ავტოები კვლავაც V-ტიპის "რვიანებით" დაკომპლექტდებიან. ჰიბრიდული მოდელების შექმნის შესაძლებლობის შესახებ კომენტირებისას, შტრაკემ დასძინა, რომ "ეს შეიძლება საინტერესო იდეა იყოს". მან მაგალითად კომპანია "პორშე" მოიყვანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი სამოდელო ხაზის ჰიბრიდიზაციის შესახებ განაცხადა.
გერმანული კომპანია ასეთ გადაწყვეტილებამდე აშშ-ში ავტომობილის საწვავის სტანდარტების (CAFE) გამკაცრებამ მიიყვანა. ამასთან, "ჯენერალ მოტორსის" ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კლიენტთა მოთხოვნილებაც არ უნდა იყოს დავიწყებული, რომლებსაც ყოველთვის მძლავრი მანქანები სურთ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "შევროლე კორვეტი" უახლოესი 5 წლის განმავლობაში გამოჩნდებოდა. წინასწარი ცნობით, მომავალი ავტომობილის შესაქმნელად მის კონსტრუქციაში უფრო მეტი ალუმინისა და კარბონის გამოყენება იგეგმება, რაც მას ამჟამინდელ ვერსიაზე უფრო მსუბუქ მანქანად აქცევს.
გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ "კორვეტის" ახალი თაობა რეტროსტილში იყოს შესრულებული. კერძოდ, მას 1963 წელს გამოშვებული კუპეს, შტინგ ღაყ-ის სტილის ორმაგი უკანა მინა ექნება. Chevrolet Corvette-ს ახლანდელი თაობა 2005 წლიდან გამოდის. ამჟამად სუპერავტო ხელმისაწვდომია 430-638 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე, 8-ცილინდრიანი სხვადასხვა ვარიანტის მოტორებით.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)