"თეთრი მანქანა მაცივარს მაგონებს"

   "თეთრი მანქანა მაცივარს მაგონებს"

მომხიბვლელი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ავტომობილებსა და პატრულთან ურთიერთობაზე გვესაუბრება.

- ავტომობილის საჭეს კარგა ხანია ვუზივარ. მართვა მეგობარმა მასწავლა, მერე ავტოსკოლაშიც ვიარე, მართვის მოწმობის გამოცდაზე რომ გავსულიყავი. მეგობრისგან უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე.

- პირველი მანქანა შენი შემოსავლით იყიდე?

- პირველი ფილმის ჰონორარით შევიძინე   "ფორდ ფიესტა", პატარა, კომპაქტური ავტომობილი იყო და ცოტა საწვავს წვავდა, მერე მეგობარმა ისე დამიმტვრია, რომ ვეღარაფერი ვუშველე (იცინის).

- როგორც მივხვდი, მეგობრისთვის მანქანა არ გენანება...

- როცა მჭირდება, მეგობრები მეც მათხოვებენ ხოლმე. ამჟამად უმანქანოდ მიწევს ყოფნა დროებით და მეგობრის მანქანით დავდივარ.

- ფერს და ნომერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- სიამოვნებით მეყოლებოდა ყვითელი ავტომობილი, ვერ ვიტან თეთრ მანქანებს, მაცივარს მაგონებს. რაც შეეხება ნომერს, საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და ვერ ვხვდები, რატომ იხდიან ამხელა თანხას ე.წ. ბლატნოი ნომრებში.

- ხშირად რეცხავ ხოლმე მანქანას?

- ძალიან იშვიათად, მიუხედავად იმისა, რომ შავია და ძალიან მალე ჭუჭყიანდება, მაინც იშვიათად ვრეცხავ, ძირითადად, სულ ჭუჭყიან მანქანაში ვზივარ.

- პატრულის თანამშრომლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-  რამდენჯერმე გამაჩერეს. მანქანა ისეთ ადგილას გავაჩერე, სადაც კატეგორიულად აკრძალული ყოფილა. პატრულის თანამშრომლებმა უსიტყვოდ გამიშვეს, მიცნეს და იმიტომ. ბოლოს კი, როცა მეგობარი უნდა გადმომესვა მანქანიდან, მართვის მოწმობა წამართვეს.

- სიჩქარე გიყვარს?

- კი, მაგრამ როცა ტრასაზე გავდივარ, აუცილებლად სხვას ვსვამ საჭესთან, რადგან ცუდად ვხედავ.

- რა მარკის მანქანა მოგწონს?

- "პეჟო". საერთოდ, პატარა ავტომობილები მხიბლავს.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)