მომავალი სამი წლის განმავლობაში ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი Morgan ორი ახალი მოდელის სერიულ გამოშვებას გეგმავს. პირველი ასეთი ავტომობილი ჰიბრიდული სპორტქარი LIFEcar 2 იქნება, ხოლო მეორის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "უქმე დღეებზე სასეირნო ავტომობილი" იქნება.
ჰიბრიდული სპორტქარი Morgan LIFEcar 2, რომლის მასა 800 კგ იქნება, დიზელ-ელექტრული ძალისმიერი აგრეგატით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილს 1600 კმ-ის გავლის საშუალებას ავზის შევსების გარეშე მისცემს. ახალი მოდელი 96 კმ/სთ სიჩქარეს 7 წამში განავითარებს. სავარაუდოდ, Morgan LIFEcar 2-ის ფასი დიდ ბრიტანეთში 40 ათასი ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ჰიბრიდული სპორტქარის შექმნაზე ბირმინგემის, ოქსფორდისა და კრანფილდის უნივერსიტეტებმაც იზრუნეს. საზოგადოებას მისი პროტოტიპი 2008 წელს, ჟენევის ავტოშოუზე წარუდგინეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.