უხმაურო ავტომობილების ”ახმაურებაზე” უკვე მთელს მსოფლიოში ზრუნავენ

უხმაურო ავტომობილების ”ახმაურებაზე” უკვე მთელს მსოფლიოში ზრუნავენ

კომპანია ”ტოიოტამ” შიდაწვის ძრავის ხმის გენერაციის სისტემა შექმნა, რომელსაც ჰიბრიდულ და ელექტრონულ მოდელებზე დაამონტაჟებს. აღნიშნული მოწყობილობით ავტომობილები ძრავის იმიტირებულ ხმას გამოსცემენ და ფეხით მოსიარულეებს მოახლოების შესახებ ამცნობენ.

”ტოიოტას” სამოდელო ხაზში ხმის სისტემას პირველ ჯერზე Prius-ის მესამე თაობის ავტომობილები მიიღებენ. მოწყობილობა, რომლის ავტომობილზე დამონტაჟება მფლობელის ნებით მოხდება, იაპონიაში 148 დოლარი ეღირება. მომავალში ხმოვანი აპარატი ”ტოიოტასა” და ”ლექსუსის” სხვა ჰიბრიდულ და ელეტრონულ მოდელებზეც დამონტაჟდება.

2009 წელს იაპონიის მკვლევართა ჯგუფმა, რომელშიც მეცნიერები, ავტომობილისტები, პოლიციისა და ავტოკომპანიების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შედიოდნენ, უხმაურო ჰიბრიდული და ელეტრონული ავტომობილების უსაფრთხოებაზე ცდები ჩაატარა.

აღმოჩნდა, რომ უხმაურო ავტომობილები ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და ინვალიდებს საკმაოდ დიდ საფრხეს უქმნიან. შედეგად გადაწყდა, რომ ელექტროქარებსა და ჰიბრიდებზე ხმის გამომცემი მოწყობილობის დაყენება სავალდებულო გახდეს.

უხმაურო ავტომობილების ”ახმაურებაზე” უკვე მთელს მსოფლიოში ზრუნავენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)