მსოფლიოში უიაფესი ავტომობილი

მსოფლიოში უიაფესი ავტომობილი

ჩინური კომპანია Zotye Holding Group ქმნის ავტომობილს, რომელიც 2,9 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება. საშინაო ბაზრისთვის განკუთვნილი ეს მანქანა მსოფლიოში უიაფესი იქნება. სედანი აიგება ჰეჩბეკის - JiangNan Alto - პლატფორმაზე, რომელიც კომპანიამ 2007 წელს შეიმუშავა.

ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ Alto-ს ორნაირი ძრავა ექნება - 0,8 ლ

მოცულობის სამცილინდრიანი (37 ცხ.ძ.) და 1,1 ლ მოცულობის 4-ცილინდიანი (44 ცხ.ძ.).

კომპანია Zotye Holding Group - 2 საავტომობილო ბრენდის - Zoyte Auto და Jiangnan Automobile - მფლობელია. ამ მარკის მანქანები როგორც ჩინეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ აზიის, ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც იყიდება.

აქვე დავძენთ, რომ მსოფლიოში უიაფესი ავტომობილის გამოშვებას მიზნად ისახავს აგრეთვე კომპანია - Geely - რომლის პროდუქციაც, წინასწარი ცნობებით, 2,2-დან 3 ათას დოლარამდე ეღირება. ამჟამად ყველაზე იაფი სერიული მანქანაა Tata Nano, რომელიც მომხმარებელს 2.900 დოლარი უჯდება.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)