ოქტომბრის პირველი ნახევრისთვის დაგეგმილ პარიზის საერთაშორისო მოტორშოუზე განახლებული კომპაქტური Mazda2-ის ევროპული პრემიერა შედგება.
მას შეუცვალეს ძარას წინა ნაწილი, განუახლეს ინტერიერი, კომფორტულობის გასაუმჯობესებლად, დახვეწეს საკიდარი. გარდა ამისა, რესტაილინგური მოდელის ძრავები "ევრო-5"-ის სისტემის ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისი იქნება. უფრო დეტალური ინფორმაცია განახლებული მოდელის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
"მაზდის" ჰეჩბეკის გარდა, პარიზის ავტოსალონზე გაიმართება აგრეთვე მინივენის - Mazda5 - პრემიერა, რომელიც 1,6 ლ მოცულობის დიზელის ძრავათი აღიჭურვება და 6 ცხ.ძ-ით უფრო მძლავრი იქნება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)