კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან

კანადელები სუპერქარ Pagani Zonda-ს კონკურენტს ქმნიან

შარშან დაარსებული კანადური კომპანია De Macross Motors ნოემბრისთვის თავისი პირველი ავტომობილის - სუპერქარ GT1-ის სრულ მარკეტს წარმოადგენს. ახალ მოდელზე დეტალური ინფორმაცია და მისი მასშტაბური სურათი გამოცემა Car-მა გამოაქვეყნა.

კომპანია De Macross Motors-ის მესვეურთა თქმით, GT1 ”ისეთი ელიტური სუპერქარების დარი იქნება, როგორიც არის Pagani Zonda". კანადელები ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქტი მსოფლიო ავტოელიტის წარმომადგენელს არა მხოლოდ ფასით, არამედ დინამიკური მახასიათებლებითაც დაემსგავსება.

ამ ახალი მოდელის შექმნაში ავტოკომპონენტთა მწარმოებელი Multimatic-იც მონაწილეობს. სუპერქარს ძრავებით Roush Yates Racing Engine მოამარაგებს, რომლის ძალისმიერ აგრეგატს Ford-ის სარბოლო ავტომობილები იყენებენ. ასევე ცნობილია, რომ კანადური ავტომობილის შასის კონსტრუქციაში კარბონსა და ალუმინს მოიხმარენ.

სავარაუდოდ, GT1-ის პროტოტიპებს ტრასაზე უკვე ამ წელს გამოცდიან, ხოლო 2011 წლიდან მასზე შეკვეთების მიღება დაიწყება. კანადელები GT1-ის სულ 200 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავენ.

კანადელი ავტომწარმოებლები სამომავლოდ კიდევ სამი სპორტქარის შექმნას აპირებენ, რომლებიც კონკურენციას ფასით უფრო ხელმისაწვდომ Aston Martin-ს, Maserati-სა და Porsche-ს გაუწევენ.

მომზადებულია carmagazine.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)