ავტოკონცერნმა "ტოიოტამ" 2009 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე 10 მილიონზე მეტი ავტომობილი უკან "გაიწვია", კონკრეტულად Corolla-სა და Matrix-ის მოდელები. ერთ-ერთი პრობლემა პედალის დეფექტი იყო, რაც მანქანის თვითნებურ აჩქარებას იწვევდა, კიდევ მიზეზად სახელდება ძრავის მართვის ბლოკის დეფექტი, რამაც, შესაძლოა, მოძრაობისას ძრავის გაჩერება გამოიწვიოს.
დავინტერესდით, "გაიწვიეს" თუ არა "ტოიოტას" ავტომობილები საქართველოდანაც და ამის გასარკვევად თბილისში მოქმედ ტოიოტას ცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს: "კოროლას" მოდელის ავტომანქანა გვყავდა, თუმცა არ გაუწვევიათ. "მატრიქსი" კი ჩვენს ცენტრში არ არის".
ანა ჟვანია
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)