მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ავტომობილის პირველი ფოტოები გამოჩნდა

მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ავტომობილის პირველი ფოტოები გამოჩნდა

ინტერნეტით კომპანია "შელბი სუპერქარსის" (SSC) ახალი ჰიპერქარის პირველი ფოტოები გამოჩნდა. ამ ავტომობილზე დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირველი სამუშაო პროტოტიპები მომავალ წელს შეიქმნება, დასრულებული მოდელი კი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი იქნება.

ახალი SSC-ის მაკეტი რჩეულ კლიენტებს აგვისტოში კალიფორნიის ფესტივალზე წარუდგინეს, თუმცა ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლი მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა.

წინასწარი ინფორმაციით, "შელბი სუპერქარსის" ახალი ჰიპერქარი 1300-1400 ცხ/ძ-იანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც კომპანიას სერიულ ავტომობილებში სიჩქარის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. ამჟამად რეკორდით თავს 1200 ცხ/ძ-იანი "ბუგატი" იწონებს, რომელმაც 431 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

ამერიკული კომპანიის ახალი ჰიპერქარის გარეგნობაზე დიზაინერმა ჯეისონ კასტრიოტმა იზრუნა, რომელსაც მსოფლიოს არაერთ წარმატებულ სპორტულ და კონცეპტუალურ ავტომობილზე უმაშავია. 

სავარაუდოდ, ახალი მოდელი ამჟამინდელზე ორჯერ ძვირი იქნება და აშშ-ში 800-900 ათასი დოლარი ეღირება. ამბობენ, რომ ავტომობილზე ყველა საიდუმლოს ფარდა მომავალ თვეში აეხდება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ სახელდება.

მომზადებულია jalopnik.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)