"ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"

  "ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"

ჟურნალისტ ლულუ კახიანს მიაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე შესაფერისი ავტომობილი ჰყავს. ლულუ ავტომობილზე, მის მართვასა და პატრულთან ურთიერთობაზე გვესაუბრება:

- პირველად საჭესთან ჩემმა ნათლიამ დამსვა, "ფორდ ესკორტი" ჰყავდა და თბილისის ზღვაზე დავყავდი სასწავლებლად. ამის შემდეგ აბასთუმანში წავედი დასასვენებლად, სადაც უფრო მეტად "დავამხეცე" ავტომობილის მართვა.

- რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი?

- "ჰიუნდაი", რომელიც იაფად შევიძინე ნათესავისგან. ამ მანქანისთვის ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და ორი წლის განმავლობაში ვიხდიდი. ახლა უკვე "პაჯერო იო" მყავს, ორკარიანი, რუსთავის ბაზრობაზე შევიძინე 4 .500 დოლარად.

- რატომ მაინცდამაინც ეს ავტომობილი?

- ქმარმა დაჟინებით მომთხოვა, "პაჯერო" მეყიდა, იმიტომ, რომ გამოცდილი ჰყავს. ამ მარკის ავტომობილით შემოვლილი აქვს მთელი საქართველო... პატარაა, კომფორტული და ქალისთვის დამაკმაყოფილებელი. გარდა ამისა, წვავს ცოტას - სულ 10 ლიტრი უნდა 115 კმ-ზე, ოღონდ კარგი ბენზინი.

- პატრული ხშირად გაჩერებს?

- 6 წელიწადია საჭესთან ვზივარ და ორჯერ დამაჯარიმეს: ერთხელ - დილის 7 საათზე, როცა ტელევიზიაში მეჩქარებოდა და ყაზბეგის ქუჩაზე წითელ შუქნიშანზე გავიარე, მეორედ კი - გადაღებიდან ვბრუნდებოდი, მაშინაც მეჩქარებოდა, პატრულის მანქანა კი ნელა მიიზლაზნებოდა და არ მატარებდა, დავუსიგნალე, ფარებიც ავუნთე, მაგრამ არ დამითმო გზა, ამიტომ ავდექი და გადავკვეთე ორი ხაზი, რის გამოც გამაჩერეს და დამაჯარიმეს.

- რას შეადარებ მანქანას?

- მანქანა ჩემი უერთგულესი მეგობარია.

- ფერს და ნომერს თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა?

- არც ისე დიდი, რომ ამაზე ზედმეტი ფული ვხარჯო.

- ლულუ, ხომ არ ღიზიანდები, როცა მამაკაც მძღოლებს ქალების პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ?

- ზოგ ქალს მეც კი ვუფრთხი გზაზე. ისე, ვინც იცის, როგორ ვატარებ, აღიარებს, რომ პროფესიონალი ვარ.

- იოლად ათხოვებ მანქანას მეგობარს?

- მირჩევნია, მე მოვემსახურო.

- რომელ ავტომობილზე ოცნებობ?

- ავტომობილი ჩემთვის მხოლოდ კომფორტულად გადაადგილების საშუალებაა, თუმცა თუ ვინმე უახლეს მოდელს მაჩუქებს, უარს არ ვეტყვი.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)