განახლებული Citroen 5

განახლებული Citroen 5

ორიოდე დღის წინ ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ განახლებული სედანისა და უნივერსალის, - Citroen 5, - პირველი ფოტოები გაავრცელა.

ამ ავტომობილების მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორშოუზე შედგება, რომელიც პრესის წარმომადგენლებისთვის უკვე გაიხსნა. სურათების მიხედვით, ავტომობილის დიზაინი მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს განიცდის: შუქფარებზე შუქდიოდური სექციები, უკანა ფარები, აგრეთვე წინა და უკანა ბამპერი მცირედით შეიცვლება.

ამ მომენტისთვის უცნობია, მოდერნიზებას განიცდის თუ არა რესტაილირებული "Citroen si 5"-ის ინტერიერი და ტექნიკური მახასიათებლები. პარიზის მოტორშოუზე აგრეთვე წარდგენილი იქნება "Citroen si 5"-ის "ნათესავი," "პეჟო 508", რომელიც სამოდელო რიგში ერთბაშად ორ ავტომობილს, - 407-სა და 607-ს შეცვლის.

ადრე გავრცელებული ცნობით, "პეჟოს" სიახლე C5-ის ბაზაზეა აწყობილი, რომელიც თავის მხრივ, "პეჟო 407"-ის მოდერნიზებულ შასის იყენებს. მოდელის, - 508, - მოტორების ხაზში ორი ბენზინის აგრეგატი და ხუთი დიზელია.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)