მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ავტომობილი 440 კმ/სთ-ს განავითარებს

მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ავტომობილი 440 კმ/სთ-ს განავითარებს

ბრიტანულმა ჟურნალმა Top Gear-მა კომპანია Shelby Supercars-ის ჰიპერქარზე დეტალური ინფორმაცია და ახალი ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელიც მომავალში მოდელ Ultimate Aero-ს შემცვლელად განიხილება.

გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ მათი ახალი შედევრი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილი იქნება, რომელიც 1200-ძალიანი Bugatti Veyron Super Sport-ის მიერ დამყარებულ სიჩქარის რეკორდს (431 კმ/სთ) გააუმჯობესებს. ჰიპერქარის ინჟინერ-კონსტრუქტორთა თქმით, ავტომობილი 0-იდან 96 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 2,8 წამში განავითარებს, მის სპიდომეტრზე მაქსიმალურ სიჩქარედ კი 440 კმ/სთ დაფიქსირდება.

კომპანია "შელბის" ჰიპერქარი, თუ არ ჩავთვლით ძარის ალუმინის ელემენტებს, მთლიანად კარბონისგან დამზადდება. საინტერესოა, რომ ბორბლის დისკებიც კი ამ მასალისგან დამზადდება, რაზეც ავსტრალიური ფირმა Carbon Revolution ზრუნავს. ავტომობილის მთლიანი მასა 1200 კგ-ს არ გადააჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ მასა სიმძლავრესთან მიმართებაში 1000 ცხ/ძ - ტონასთან იქნება. კონკურენტი Bugatti Veyron-ისთვის ეს მაჩვენებელი ტონაზე 529 ცხ/ძ-ს შეადგენს.

ჰიპერქარი 6,8-ლიტრიანი და 8-ცილინდრიანი, ორტურბინიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 1350 ცხ/ძ სიმძლავრის იქნება.

ცნობილია, რომ ახალი ავტომობილის გაყიდვა 2011 წლის ბოლოს დაიწყება. აშშ-ში მისი ფასი, სავარაუდოდ, 970 ათასი დოლარი იქნება.

მომზადებულია topgear.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)