სუპერავტო C-X75

სუპერავტო C-X75

კომპანია "იაგუარი" მცირესერიულ წარმოებაში ჰიბრიდული სუპერავტოს, - C-X75, - ჩაშვებას აპირებს, რომლის პროტოტიპიც პარიზის მოტორშოუზეა წარდგენილი. ამ ეტაპზე ბრენდის ხელმძღვანელობა პროექტის რეალიზების 2 ვარიანტს ხედავს - ერთ-ერთი მათგანი 1000 ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს და ისინი მეტწილად ხელით აიწყობა. მეორე გეგმით კი 2000 მანქანის გამოშვებაა დაგეგმილი, ოღონდ ავტომატიზაციის უფრო მაღალი ხარისხით.

გარდა ამისა, თუ "იაგუარი" ავტომობილის აგრეგატში მიკროტურბინის სერიულ დანერგვას გადაწყვეტს, წარმოების დაწყებას დაახლოებით 5-7 წელიწადი უნდა ველოდოთ. "2-3 წელიწადი სერიული მანქანის გაზის ტურბინის ტექნოლოგიის შექმნაზე დაიხარჯება, ხოლო კიდევ 4-5 წელიწადი ავტომობილზე მისი ინტეგრირებისთვის იქნება საჭირო", - განაცხადა "იაგუარის" ალტერნატიული ძრავების განყოფილების ხელმძღვანელმა, ტონი ჰარპერმა.

მანვე აღნიშნა, რომ გაზის ტურბინები საკმარისად სანდო იქნება, ხოლო მათი წარმოებისთვის დანახარჯები, ჩვეულებრივ მოტორებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდება: "გაზის ტურბინებში პრაქტიკულად არაფერი იქნება დასამტვრევი. მასში 100-ჯერ ნაკლები დეტალი გამოიყენება, ვიდრე ჩვეულებრივ, შიგაწვის ძრავაში". სუპერავტოს, - C-X75, - სერიულ წარმოებაში ჩაშვება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება აგრეგატებში გაზის ტურბინების გამოყენება.

მისი ერთ-ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ კაპოტქვეშ პატარა ადგილს დაიკავებს, რისი წყალობითაც ინჟინრებს სალონის გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. კონცეპტუალური "Iaguar CI-IQS 75" ჯამური სიმძლავრით 780 ცხძ-ის, 4 ელექტროძრავათია აღჭურვილი, რაც ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის 3,4 წამში განვითარების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ იქნება. ელექტრომოტორების მკვებავი ლითიუმ-იონური ბატარეები, ჯამური სიმძლავრით 188 ცხძ-ის მქონე, გაზის მიკროტურბინების მუშაობის ხარჯზე იტენება. ისინი სვლის თადარიგს 110-დან (უშუალოდ ელექტროგაწევით მოძრაობისას) 900 კმ-მდე ზრდიან.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)