Acura ლოს-ანჟელესში

Acura ლოს-ანჟელესში

კომპანიამ Acura ლოს-ანჟელესში 2011 წლის TSX მოდელის სედანი და უნივერსალი ჩაიყვანა. ეს მოდელები Honda Accord-ის ამერიკული ვარიანტებია.

ავტომობილის მცირეოდენი ფეისლიფტინგი ითვალისწინებს ახალ რადიატორის ცხაურს და განათების სისტემას. გარდა ამისა, ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე Accord TSX 17 დუიმიანი ალუმინის დისკებით დამშვენდა. ხოლო უფრო მძლავრ ვერსიაზე გამოყენებულია ანალოგიური ტიპის დისკები, ოღონდ 18 დუიმიანი.

სალონში სიახლე გამოირჩევა, ცენტრალური კონსოლით, მეტი სიმუქითა და სანავიგაციო სისტემის დიდი ეკრანით, რომელიც ფეისლიფტინგის შემდეგ 400-%-ით გაიზარდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, განახლებულ Acura-ს შეუძლია იამაყოს ხმის იზოლაციით, რომელიც სქელი გვერდითა მინების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

რაც შეხება სიმძლავრის მონაცემებს, აქ ცვლილებები დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა აღნიშნვის ღირსია ავტომობილის მეტი ეკონომიურობა საწვავის ხარჯვაზე.

გაყიდვაში TSX უკვე თვის ბოლოდან გამოვა, ხოლო მისი ფასი 29,610 დოლარია.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)