კალიფორნიაში ლოს-ანჟელესის ავტოსალონის ფარგლებში იაპონურმა კონცერნმა Toyota, მოდელ Corolla-ს ჩრდილო-ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა.
გარეგნულად სიახლე რადიკალურად არ შეცვლილა - 2011 წელს მას ახალი რადიატორის ცხაური, წინა ოპტიკა, წინა და უკანა ბამპერები, საბარგულის საკეცი და ახალი უკანა განათება აქვს.
რაც შეეხება ძრავს, ამ მოდელისათვის ერთადერთი აგრეგატია გათვალისწინებული - ესაა ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავი DOHC მოცულობით 1,8 ლიტრი. მისი სიმძლავრე 132 ცხენის ძალას უდრის, ხოლო ბრუნვის მაქსიმალური მომენტი 173ნმ-ს.
მყიდველისთვის ორი ტიპის ტრანსმისიაა გათვალისწინებული - 4-საფეხურიანი "ავტომატი და 5-საფეხურიანი "მექანიკა". ახალი TOYOTA COROLLA-ს "მექანიკური" ვერსია ქალაქის პირობებში 8,4 ლიტრ საწვავს მოიხმარს 100 კმ-ზე, ხოლო "შასიზე" ეს მონაცემი მცირდება და 6,7 ლიტრს შეადგენს. ავტომატურ ვერსიებზე ეს ციფრი იზრდება და 9,0 და 6,9 ლიტრს აღწევს.
სიახლე ორი ტიპის კომპლექტითაა წარმოდგენილი LE და S ვერსიები. საბაზო ვერსია (LE) აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშების სრული კომპლექტითა და სტაბილიზაციის სისტემით, ხოლო სპორტული (S) ვარიანტი დამატებით, 16-დუიმიანი საბურავების დისკებით გამოირჩევა.
სიახლის გაყიდვები აშშ-ში უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყება, თუმცა ფასზე ჯერ არაფერი თქმულა.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"