გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Forbes 2011 წლის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალს ლიდერობს Bugatti Veyron 16, 4 super sport რომელიც 2,5 მლნ. დოლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი დღეისათვის ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია მსოფლიოში და მისი მაქსიმალური სიჩქარე 430კმ/სთ-ს აღწევს.
ექსპერტების აზრით, ამ ავტომობილის ხარისხი, მის ფასს აღემატება, ვინაიდან 1200 ცხენის ძალისა და ექსკლუზიური დიზაინის მქონე მანქანა ბევრად ძვირი უნდა ღირდეს. ცნობისათვის მოდელი Veyron ძალიან მოთხოვნადია ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში...
რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგის ტოპ-10-ულს, ის ასე გამოიყურება.
1. Bugatti Veyron 16,4 Super Sport (2,5 მლნ დოლარი)
2. Lamborghini Jota 700 ცხენის ძალით (ფასი ჯერ უცნობია)
3. Ferrari 599 GTO (320 ათასი ევრო),
4. McLaren MP4-12C (250 ათასი დოლარი)
5. Mercedes-Benz SLS AMG Roadster (245 ათასი დოლარი)
6. Porsche 911 GT2 RS (245 ათასი დოლარი)
7. Lamborghini Gallardo LP570-4 შუპერლეგგერა (243 ათასი დოლარი)
8. Audi R8 Spyder 5,2 FSI Quattro (161 ათასი დოლარი.)
9. Chevrolet Camaro Convertible (70 ათასი დოლარი.)
10. BMW 1-Series M Coupe (45 ათასი დოლარი.)
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"