გამოვლინდნენ Design Challenge Award-ის გამარჯვებულები

გამოვლინდნენ Design Challenge Award-ის გამარჯვებულები

კონცეპტუალური ავტომობილების ყოველწლიური კონკურსი Design Challenge Award ლოს-ანჯელესში მიმდინარე ავტო-შოუს ფარგლებში გაიმართა. კონკურსის მთავარი პირობა 454 კგ-მდე წონის ოთხადგილიანი ავტომობილის შექმნა იყო, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად უსაფრთხო იქნებოდა. წლევანდელ კონკურსს ორი გამარჯვებული ჰყავს. ესენია კომპანია "კადილაკისა" და "სმარტის" ავტოპროექტები.

კონცეპტი Cadillac Aera შეკუმშული ჰაერის მეშვეობით გადაადგილდება. უჩვეულო “საწვავით” სრული შევსება ამ ავტომობილს 1600კმ-ზე მოძრაობისთვის ჰყოფნის. კონცეპტის ძარა მსუბუქი პოლიმერისგანაა შექმნილი და მიუხედავად სიმსუბუქისა, შესანიშნავად იცავს მგზავრებს გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

მეორე გამარჯვებული - Smart 454 WWT- იმით გამოირჩევა, რომ მთლიანად მეორადი ნედლეულისგან და კარბონისგან არის შექმნილი. ეს კონცეპტი 2 ელექტროძრავითაა აღჭურვილი.

კონკურსი Design Challenge Award ლოს-ანჯელესში უკვე მეშვიდედ ტარდება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)