გამოცემა Autocar-ის ინფორმაციით, კომპანია Audi, A3-ის ბაზაზე სრულიად ახალ სედანს ამზადებს. მოსალოდნელია, რომ სიახლე მოდულურ პლატფრომა Volkswagen MQB-ზე აიგება, რომელიც საშუალებას იძლევა მის საფუძველზე A, B და D კლასის ავტომობილები აიწყოს.
ქალაქ ინგოლშტადტში სედან Audi A3-ის პოზიცირებას ლეგენდარული Audi 80-ის მემკვიდრის პოზიციიდან აპირებენ. გარდა ამისა, ის იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი ამ გერმანული მარკის სამოდელო ხაზში.
A3-ის სიგრძე 4,5 მეტრი იქნება, ხოლო მყიდველებს მის ორ ვარიანტს, წინა და სრული აძვრის ვერსიებს შესთავაზებენ. სიახლის მთავარ სარეალიზაციო ბაზრებად აშშ და ჩინეთი მოიაზრება.
სედან Audi A3-ის გამოჩენა ბაზარზე 2013 წლისთვის იგეგმება. აღსანიშნავია, რომ აუდის მთავარი კონკურენტები BMW და Mercedes ასევე მუშაობენ ამ მიმართულებით. "ბავარიელი" 1-series სედანს ამზადებს "ბენცი" კი A-class-ის მომავალი თაობის მოდელებზე ასევე სედანის წარმოებას იწყებს.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"