კომანია Opel-ის ხელმძღვანელობა ამ მარკის სამოდელო ხაზის გამდიდრებას გეგმავს. "ნამატი" ოჯახში, სპორტ-კუპეს გამოჩენით იგეგმება, რომელიც თავის მხრივ Opel Calibra-ს მემკვიდრედ მოიაზრება. ცნობისათვის, Opel Calibra-ს 8-წლიანი არსებობის მანძილზე, "კალიბრას" 240 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.
გარეგნულად სიახლე კონცეპტ Opel GTC-ს დაემსგავსება, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2007 წელს ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინა. ეს კონცეპტი სამი წლის წინანდელი პრემიერის მიუხედავად, სულ ახლახან დაედო საფუძვლად ამავე კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ მოდელს Insignia-ს.
სავარაუდოდ, სწორედ Insignia-ს პლატფრომას გამოიყენებს ახალი სპორტ-კუპე, რომელიც 2,8 ლიტრიანი და 300 ცხენისძალიანი აგრეგატით აღიჭურვება. დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება სიახლის სერიული წარმოება, ჯერ უცნობია.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"