სააკაშვილმა შესაძლოა წიგნი დაწეროს

სააკაშვილმა შესაძლოა წიგნი დაწეროს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, წიგნი დაწეროს. ამის შესახებ სააკაშვილმა რუსული "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში , თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიუხედავად შემოთავაზებებისა, უკრაინაში არანაირი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს, ვინაიდან ის "ქართველი პოლიტიკოსია".

"მე ვასწავლი ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლაში, წავიკითხე ლექციები პრისტონში, ჰარვარდში. ძალიან ბევრი გამოსვლა მაქვს სხვადასხვა ფონდებში, მაქვს მოწვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან საქართველოს რეფორმების სისტემა გლობალურ ბრენდად იქცა. ასე რომ, დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. ამ მომენტში, უკრაინა ჩემს ლექციებზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი წლით გავშორებოდი საქართველოში მოვლენებს, მიმეცა ხალხისთვის ჩემგან დასვენების საშუალება. მე ვიყავი საკმაოდ დიდი დოზით საქართველოსა და რეგიონში. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრება, შესაძლოა, წიგნის დაწერა, ასე, რომ მე სრულიად მზად ვარ გაცილებით მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ აი, პუტინი ისევ არ მასვენებს თავისი უკრაინული ავანტურით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს