დასუფთავების აქცია ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე

დასუფთავების აქცია ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე

14 აპრილს დედა ენის დღესთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს. დასუფთავების აქციას ორგანიზება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გაუწია.

"14 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. აქცია დედა ენის დღეს მიეძღვნა. ვფიქრობთ, მსგავსი აქციით თვეში ერთხელ სხვა ადგილებიც მოვიაროთ", - წერს კეკელიძე.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებმა. ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ძეგლის მიმდებარე ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია