მიხეილ სააკაშვილის ახალი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში

მიხეილ სააკაშვილის ახალი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ბიბლიოთეკის გახსნა 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, ბიბლიოთეკის გახსნაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვაც იგეგმება.

ბიბლიოთეკის გახსნას Facebook-ში საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. "პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ევროპაში, რომელიც აშენდა რეკორდულ დროში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში მდებარეობს, შენობა ხუთსართულიანია და მოიცავს სტუდენტურ კაფეს, ორ ღია ტერასას, საკონფერენციო დარბაზს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია წიგნები პოლიტოლოგიის, არქეოლოგიისა და დიზაინის მიმართულებებზე", - ნათქვამია Facebook-ში ექსპრეზიდენტის ოფიციალიურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე დააფუძნა საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტი ვაშინგტონში და ანალოგიური ფონდი კიევში, როგორც თბილისის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფილიალები.

ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურული პროექტი სააკაშვილს ცნობილმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა აჩუქა, პროექტის თანაავტორია ლადო აბრამიშვილი. ბიბლიოთეკა საბურთალოს რაიონში მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს