"ბიბლუსმა" ველოსიპედებით მსვლელობა - "აჩუქე წიგნი" მოაწყო

"ბიბლუსმა" ველოსიპედებით მსვლელობა - "აჩუქე წიგნი" მოაწყო

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" მსვლელობა მოაწყო სახელწოდებით - "აჩუქე წიგნი". მსვლელობა ველოსიპედებით გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს, ყვავილებსა და ბუშტებს ჩუქნიდნენ.

"დღევანდელ დღესთან დაკავშირებით "ბიბლუსმა" "აჩუქე წიგნის" მსვლელობა მოაწყო. "ბიბლუსმა" მოქალაქეებს დაურიგა წიგნები, ბუშტები და ყვავილები. ამ აქციით ჩვენ ვცდილობთ დღევანდელი დღე გავულამაზოთ წიგნის მოყვარულებს. ეს მსვლელობა კი განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც უნდა რომ საჩუქრად წიგნი მიიღოს", - აცხადებს "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი თათა დგებუაძე.

ველოსიპედებით მსვლელობა, როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში, ასევე სხვადასხვა სკვერებში მოეწყო.

იხილეთ ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს