თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამუკა ხანთაძემ, "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დეა მეტრეველმა, "ბიბლუსის" უკრაინელმა პარტნიორმა თემურ კურგანოვმა და ბაქოში ნორვეგიის საკონსულოს კულტურულმა ატაშემ მიმართეს. მათ მკითხველებს წიგნის ფესტივალის გახსნა მიულოცეს, მოგვიანებით კი, სცენაზე ფესტივალის სპეციალური სტუმარი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ავიდა.

მწერლის თქმით, რამდენიმე წლის წინ მისი ერთ-ერთი რომანი ქართულ ენაზე ითარგმნა. მანვე აღნიშნა, რომ მისი ნაწარმოებები 35-40 ენაზეა თარგმნილი.

როგორც ერლენდ ლუმ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, დაახლოებით 30 საათია რაც საქართველოში იმყოფება, მოეწონა ქართული საკვები და მიაჩნია, რომ თბილისი ლამაზი ქალაქია. ამასთან, მწერალმა წიგნის ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მე არაერთი ქვეყნის წიგნის ფესტივალზე ვყოფილვარ. ვფიქრობ, წიგნი არის საუკეთესო საშუალება რათა გონებრივად დააკავშიროს ხალხი ერთმანეთთან", - აღნიშნა ერლენდ ლუმ.

თბილისის წიგნის ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში და 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია