ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს

ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს

ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად არა მხოლოდ მიიჩნევდნენ, დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობაში.

პაციენტი N1. ედგარ ალან პო. ამერიკელი მწერალი და პოეტი. დიაგნოზი - სულიერი აშლილობა. სიმპტომები - სიბნელის შიში, გონების დაბინდვა, თვალთვალის მანია, არაადეკვატური საქციელი, ჰალუცინაციები.

უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ პო ხშირი დეპრესიით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ალკოჰოლს ეძალებოდა, რაც მის ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა: მთვრალი ნამდვილ შეშლილს ემსგავსებოდა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც მიემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ახალგაზრდა ცოლის მძიმე დაავადებამ. მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა. ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ, 1842 წელს, ის ტუბერკულოზით დაავადდა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა. მწერალმა საყვარელი ქალის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ორ წელიწადში გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

პაციენტი N2. ფრიდრიხ ნიცშე. გერმანელი ფილოსოფოსი. დიაგნოზი - ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები - განდიდების მანია - ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: ''ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები'', მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო ''ტაძარი''; გონების დაბინდვა - ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.

ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ - თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად - ''ასე იტყოდა ზარატუსტრა''. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

იხილეთ ვრცლად

„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად

აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge-ს სიახლეები 8-12 წლის ბავშვებისათვის

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ