"იდეიდან პირველ მილიონამდე"

"იდეიდან პირველ მილიონამდე"

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მომხმარებელს კიდევ ერთი საინტერესო და საჭირო წიგნი შესთავაზა. ამჯერად მკითხველს შესაძლებლობა ექნება ბიზნესის გურუს, გაი კავასაკის გახმაურებულ სახელმძღვანელოს "იდეიდან პირველ მილიონამდე" გაეცნოს.

კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple -ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა.

დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ მის ერთ-ერთ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც The New York Times-ში დაიბეჭდა.

ხუთი წინადადება საკმარისია - "ომი და მშვიდობა" საჭირო არ არის

გაი კავასაკი ახალი ამბების საიტ agregator Alltop-ის თანადამაარსებელი და კომპანია Garage technology Ventures-ის მმართველი დირექტორია. მისი აზრით, ამერიკული ბიზნესი გაცილებით წარმატებული იქნებოდა, ბიზნესსკოლები შედარებით ლაკონიური ურთიერთობის ხელოვნებას რომ ასწავლიდნენ.

- პირველად თქვენი კარიერის რა ეტაპზე დაიწყეთ მუშაობა, როგორც ხელმძღვანელმა?

- მაშინ 28-29 წლის ვიქნებოდი და საიუველირო ბიზნესში ვმუშაობდი. კარიერა ალმასების დათვლითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ოქროს სამკაულების გატანით დავიწყე. ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა - უფრო რთული, ვიდრე კომპიუტერული ბიზნესი. კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ იზრუნოთ კლიენტებზე.

როგორ გამეყიდა - ეს ჩემთვის სასარგებლო გაკვეთილი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის რეალიზაცია. ვიდრე ყიდით, თამაშგარეთ არ აღმოჩნდებით. ეს გაკვეთილი ჩემი კარიერის განმავლობაში არასოდეს დამვიწყებია.

- როგორ გახდით ხელმძღვანელი?

- სწავლის დროს პიტერ დრუკერის ნაწერები შემიყვარდა. ის ჩემი გმირი იყო. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ისეთი მენეჯერი ვიქნებოდი, როგორიც დრუკერის წიგნებშია აღწერილი. ვფიქრობდი, კარგი ხელმძღვანელი გავხდებოდი; ადამიანებთან მათ მიზნებსა და განხორციელების გზებზე ვისაუბრებდი.

ვფიქრობდი, რომ ბუნებით ლიდერი ვარ, ამიტომ მიზნად დავისახე - მესწავლა მათემატიკაზე დაფუძნებული რთული დარგები, მაგალითად, ფინანსები და ოპერაციათა ანალიზი და არა ემოციებზე აგებული მარტივი საკითხები.

ბოლოს, როდესაც მენეჯერი გავხდი, მივხვდი, რამდენად საპასუხისმგებლოა ხალხის მართვა და ხელმძღვანელობა. ემოციებთან გამკლავება რთულია; მეორე მხრივ, გუნდთან მუშაობა იოლია - საქმის დიდ ნაწილს ან არ აკეთებ, როგორც მენეჯერი, ან საამისოდ ხალხი გყავს, რომელთაც ამუშავებ.

შესაძლოა, მხოლოდ ჩემი განათლების ბრალია, მაგრამ რაც ვისწავლე, დიდი ნაწილი პირიქით აღმოჩნდა. ითვისებ რიგ რთულ საკითხებს, შემდეგ კი ხედავ, რომ რეალურ გარემოში მათ ვერ იყენებ. სანამ HP12 კალკულატორის ან ელექტრონული ცხრილის გამოყენება შეგეძლებათ, გექნებათ ის ფინანსური ცოდნა, რაც უმრავლეს მმართველ თანამდებობებზე გჭირდებათ. ამაზე რომ მეფიქრა, უნდა შემესწავლა საორგანიზაციო ქცევა და სოციალური ფსიქოლოგია, შეიძლება ფსიქოპათოლოგიაც.

იხილეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს