დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''

დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''

2014 წლის ლიტერატურული პრემია ''საბას'' ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ჟიური საუკეთესო ავტორებს გამოავლენს და მათი დაჯილდოების ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება. დიანა ანფიმიადი წიგნით ''პირადი კულინარია'' ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წელს საუკეთესო პროზაული კრებულის შექმნისთვის ''საბას'' ნომინანტთა სიაში მოხვდა. მათ, ვისაც ამ წიგნის ''ლიტერატურული დეგუსტაცია'' ჯერ არ ჩაუტარებია, გეტყვით, რომ ის თითოეულ ჩვენგანს უახლოეს წარსულში აბრუნებს: მოგონებებს, ლექსებსა და რეცეპტებს აერთიანებს...

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი:

დიანა ანფიმიადი, 28 ივლისი, 1982 წელი, თბილისი

პროფესია:

ენათმეცნიერი, ენაში პოეტურ ნიშნებს და პოეზიაში ენობრივ საშუალებებს ვიკვლევ....

ოჯახი

მყავს დედა, სრულიად სასწაული ქალი, ნანა ჭოლოკავა – ჩემი სიმშვიდისა და სიმყარის საფუძველი.

და და- ძმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ თავიანთ უსაყვარლეს ოჯახებთან ერთად.

მეუღლე, უფრო შეყვარებული – ზაზა, ყველაზე კეთილი და კარგი ბიჭი დედამიწის ზურგზე.

შვილი – სამი წლის გიორგი, რომელიც უკვე ჩემზე ჭკვიანია...

ჩემი პირველი ლექსები...

სათვალავში არ არის ჩასაგდები... პრინციპში, ყველა ლექსი პირველია, ჰოდა, რა გამოდის?ისე კი, ჯერ კიდევ მგონია, რომ დავწერ ლექსს, რომელიც ნამდვილად ჩემი პირველი ლექსი იქნება.

''პირადი კულინარია'' - მოგონებების წიგნი და 90-იან წლებში გამოვლილი ბავშვობა...

"პირადი კულინარია" არის კულინარიული მოთხრობების წიგნი, მოგონებებიც და მოგონილი ამბებიც, ავტობიოგრაფიაც და ისიც, რაც არასდროს მომხდარა.

ნამდვილი ამბები კი ძირითადად ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს უკავშირდება, დღეებს, რომელთაც თავისი გემო აქვთ. მოგონებებს, რომლებიც კონკრეტული სუნით გამახსოვრდება, ადამიანების ოქროს ხელებს, რომელთაც შიმშილისა და მოწყენილობის დამარცხება შეუძლიათ.

ეს არის წიგნი, რომელშიც შეგხვდებათ ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, თანამედროვე ქართველი ავტორები და რომელიმე ინგრედიენტიც, როგორც მოთხრობის პერსონაჟი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება