ნარკომანი შემოქმედები

ნარკომანი შემოქმედები

• დრამატურგი და ნოველისტი - ჟან კოქტო ოპიუმს ახალგაზრდა საყვარლის გარდაცვალების შემდეგ მიეძალა. ნარკოტიკით დარდის გაქარვება სურდა. ხშირად ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ წერდა. ხოლო, როცა ნარკომანიისგან განკურნება გადაწყვიტა, წიგნი - "ოპიუმი, ნარკომანის დღიური" შექმნა.

• საშინელებათა ჟანრის მწერალი - სტივენ კინგი ("შინაური ცხოველების სასაფლაო") კოკაინზე იყო "შემჯდარი".

• ამერიკელი ფანტასტიკის ჟანრის მწერალი - ფილიპ დიკი თავდაპირველად ალკოჰოლს ეტანებოდა. შემდეგ ჰალუცინოგენური პრეპარატები მოსინჯა და მისი ზემოქმედებით 11 რომანი, რამდენიმე ესეი და მოთხრობა დაწერა.

• ინგლისელი ოლდოს ჰაქსლი ("გენიოსი და ქალღმერთი") ჯიმ მორისონის საყვარელი მწერალი გახლდათ. მუსიკოსმა ჯგუფს სახელი ჰაქსლის ერთ-ერთი ესეის - The Doors of Perception პატივსაცემად შეურჩია. ჰაქსლის ნაწარმოებებში ნარკოტიკის ზემოქმედებაა გადმოცემული.

• ამერიკელი მწერლის - უილიამ ბეროუზის საყვარელი ნარკოტიკი ჰეროინი იყო. ერთხელ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ საკუთარი ცოლი მოკლა (მეუღლეც ნარკომანი იყო), შემდეგ კი წერა დაიწყო. მისი თითქმის ყველა რომანი ავტობიოგრაფიულია. სხვათა შორის, ტერმინი ჰევიმეტალი პირველად ბეროუზის ერთ-ერთ რომანში - "ექსპრესი ნოვა" გაჩნდა.

• ფრანგი პოეტი - შარლ ბოდლერი 1844-1849 წლებში "ჰაშიშის კლუბის" წევრი იყო.

• ამერიკელმა მწერალმა - ჯეკ კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა. მას "ბიტნიკთა თაობის" (ლიტერატურული მოძრაობა XX საუკუნის 40-70 წლებში) მეფე შეარქვეს. გატაცებული იყო მარიხუანით, ბუდიზმითა და მოგზაურობით. ნარკომანიას ალკოჰოლიზმიც დაემატა და მწერალი ციროზით გარდაიცვალა.

• შოტლანდიელი მწერალი - რობერტ ლუის სტივენსონი ("განძთა კუნძული") კოკაინის ზემოქმედების ქვეშ წერდა. "უცნაური ისტორია" კი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებია გადმოცემული.

• ამერიკელმა მწერალმა - კენ კიზიმ ("ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა") საკუთარ თავზე რამდენიმე ნარკოტიკის ზემოქმედება გამოცადა. მოგვიანებით კი მარიხუანის შენახვისთვის 5 თვით დააპატიმრეს.

• მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰანტერ ტომპსონს ალკოჰოლდამოკიდებული დედა ზრდიდა. ჯარიდან დაბრუნებულმა სტატიებისა და მოთხრობების წერა დაიწყო. შემდეგ ჟურნალში - Rolling Stone სტატიებს აქვეყნებდა. პოპულარული გონზო-ჟურნალისტი იყო (რეპორტიორი, რომელიც სტატიას სარკაზმითა და ზოგჯერ უცენზურო ლექსიკით პირველ პირში გადმოსცემს). მისი ყველაზე პოპულარული რომანია "შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში". ნარკოტიკების გარდა ტომპსონი ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულიც გახლდათ და 67 წლის ასაკში, იარაღით თამაშის დროს თავი მოიკლა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს