10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება

10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება

არსებობს წიგნები, რომლებიც მარტივად და სწრაფად იკითხება, თუმცა, ჩვენს მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ჩვენ სწორედ ასეთი წიგნების სიას გთავაზობთ:

ტრუმან კაპოტე - საუზმე ტიფანისთან

ყველა ჩვენგანი ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას, მაგრამ ცოტა ადამიანი თუ ახერხებს ამას. ისტორია იმის შესახებ, თუ რაოდენ რთულია შეინარჩუნო საკუთარი ინდივიდუალურობა და როგორი მწარე შეიძლება აღმოჩნდეს მოჩვენებითი თავისუფლება. ისევე როგორც მთელი ცხოვრება.

ანნა გავალდა - 35 კილოგრამი იმედი

ეს პატარა პოეტური ამბავი მოგვითხრობს მთავარზე: ცხოვრებისეული გზის არჩევაზე, სიყვარულის ძალასა და ერთგულებაზე. 13 წლის მოზარდის ისტორია, რომელიც ერთ დღეს უფროსების ცხოვრებაში შეაბიჯებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ოცნებები ხდება.

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ახალგაზრდა მეომბოხეთა სამაგიდო წიგნი, რომელიც გვახსენებს, როგორი შეგრძნებაა, როდესაც სისტემამ ჯერ კიდევ არ შეგჭამა და შენ ისეთ კითხვებს სვამ, რომლებზე პასუხიც არავის აქვს. ან უბრალოდ, არავინ დაინტერესებულა მასზე პასუხების მოძიებით.

ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა

ეს ლიტერატურული შედევრია, რომელიც მხოლოდ 110 გვერდს ითვლის და რომელმაც ჰემინგუეის ნობელისა და პულიცერის პრემიები მოაპოვებინა."ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია." "ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ."

აგატა კრისტი - 10 პატარა ზანგი

მოთხრობა ათ, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებიც კუნძულზე მდებარე მდიდრულ სახლში მოხვდნენ. ვინ გაუგზავნა მათ საიდუმლო მოწვევა? ვინ და რატომ კლავს მათ ერთი მეორის მიყოლებით? თანაც ყველაზე უჩვეულო მეთოდებით. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მხიარულ საბავშვო ლექსთან?

ალესანდრო ბარიკო - 1900. ლეგენდა პიანისტზე

ეს არ არის ჩვეულებრივი წიგნი. ეს მონოლოგია. მოგონებები მშვენიერ დროზე. მოგონებები უნიკალურ მუსიკოსზე, რომლის მსგავსი არ დაბადებულა და არც დაიბადება. გენიალური პიანისტის ისტორია, რომელიც გემიდან ხმელეთზე არასოდეს გადმოსულა. წიგნზე იმავე სახელწოდების ფილმია გადაღებული.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსბი

რომ შეიძლებოდეს ჯაზის მელოდიის სიტყვებად ქცევა და ამის მიხედვით რომანის დაწერა, მაშინ აუცილებლად "დიდი გეტსბი" დაიწერებოდა. დაკარგული თაობის ისტორია, რომლებიც თავიანთი ამერიკული ოცნების ასრულებას ცდილობდნენ. ნამდვილი სიყვარულის ტრაგედია მატერიალისტურ სამყაროში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს