"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" - წიგნების ახალი სერია ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად

"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" - წიგნების ახალი სერია ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად

ჟურნალ "ისტორიანის" ერთგულ მკითხველს 1-ელი ოქტომბრიდან სასიამოვნო სიახლე ელის. ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ "პალიტრა L"-ის წიგნების ახალი სერია - ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" შვიდტომეული. ნაწარმოებში ავტორს ოსტორიული ცნობები მხატვრულად აქვს მოთხრობილი, რაც წიგნს უფრო მარტივად და საინტერესოდ საკითხავს ხდის:

"ფაქტობრივად, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის თანამედროვე ენაზე წაკითხვის საშუალება არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, მამამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ისტორია ბავშვებისა და სტუდენტებისთვის გასაგებ ენაზე საინტერესო კუთხით გადმოეტანა ფურცლებზე, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ყველა თაობას ერთნაირად უყვარს და აინტერესებს", - განუცხადა Ambebi.ge-ს ვახტანგ ჭელიძის ვაჟმა, დავით ჭელიძემ.

"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" წიგნის მოყვარულთათვის ერთგვარი მოულოდნელი სიურპრიზია, რადგან მასში ზოგი ისტორიული მოვლენა სრულიად განსხვავებული რაკურსით არის ნაჩვენები.

დეტალური ინფორმაცია წიგნის შესახებ იხილეთ აქ

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს