"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება

"ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს" - "გურული დღიურების" პრეზენტაციას გიორგი კეკელიძის ბავშვობის მეგობარი ეხმაურება

ორი დღის წინ გიორგი კეკელიძის წიგნის "გურული დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 90-იანი წლების გურიის, გურულებისა და მწერლის ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნში ასევე ჩართულია პერსონაჟების ისტორია, პროექტიდან „გურული ქორწინების ისტორია", რომელზეც ავტორი 2014 წლის ზაფხულში მუშაობდა. გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე არაერთი თაყვანისმცემელი თბილ კომენტარებს ტოვებს. წიგნის პრეზენტაციას ეხმაურება გიორგი კეკელიძის ბავშვობის ერთ-ერთი მეგობარი.

"რა გითხრა აბა. ეს წიგნი... ზოგიერთი თავი ორჯერ წავიკითხე. ბავშვობა ჩემთვის ცოტა გართულებული საკითხია. მიუხედავად ამისა, იქ ბევრი მისტიური ამბავი იყო, რაც როგორც ამბობ, მხოლოდ შენთვის ხდება. ჩემს მხატვრულ ლიტერატურასთან ურთიერთობის გამოცდილებას თუ ვენდობით, ძალიან კარგად მოაქვს ამ წიგნს ის სული, რაც მაშინ ტრიალებდა. შეიძლება იმიტომაც, რომ მეც და შენ და ჩვენი მეგობრები იმ რეალობაში ვცხოვრობდით. (მაგრამ სხვა ქალაქებიც ასეთ რეალობაში ცხოვრობდნენ, ერთი ისაა, რომ გურია, თვითონ მხარე მეჩვენება მე განსხვავებულად, ეს კი უფრო ამძაფრებდა/ამძაფრებს ამ ყველაფერს) საინტერესოა, რომ ეს მოვლენები, თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანის კუთვნილი და ამავე დროს საერთო. ერთის ბავშვობა და ბევრის ბავშვობა. არც ვიცი, კონკრეტულად რომელზე გავამახვილო ყურადღება, იმდენად საერთო და გადაჯაჭვულია, ყველა მოვლენა, ყველა ნიუანსი. პირადად ჩემში ეს ბავშვობა დარჩა, მცირე გამონაკლისებით, ბებია ადრე გარდაიცვალა და ბაბუა არ მახსოვს და ა.შ. 9 აპრილის ამბავი, ნინო თოიძე, ეს სახელი ხომ საერთოდ მგონი ჩემი მეხსიერების საწყისი წერტილია, მაშინ 4 წლის ვიყავი. მოკლედ საერთოდ ყველაფერი. ეს წიგნი პირადად ჩემთვის სამაგიდო წიგნი გახდა. ფაქტობრივად, ბავშვობა ჯიბეში მიდევს. კიდევ უამრავი რამ შემიძლია ვთქვა. თუმცა იმის გამო, როგორი გრძნობით და განცდებითაც ეს წიგნი დაწერე, ვიცი უსიტყვოდაც მიხვდები. მადლობა შენ", - წერს მწერლის მეგობარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს