“გამომცემლობა პალიტრა L”- ის ახალი პროექტი “LiberTeens” !

“გამომცემლობა პალიტრა L”- ის ახალი პროექტი “LiberTeens” !

2014 წლის 17 დეკემბერს, 20:00-დან 21:00 საათამდე (ბიბლუსის ბახტრიონის ფილიალში, ბახტრიონის #12) მსოფლიო ბესტსელერი ,, ლაბირინთში მორბენალი” პირველად გამოვა გაყიდვაში ქართულ ენაზე და მკითხველს მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთ წერტილში და მხოლოდ ერთი საათით საშუალება ექნება წიგნი 2 ლარად შეიძინოს. აქცია “გამომცემლობა პალიტრა L” -ის ორგანიზებით ტარდება. წიგნი კი მაღაზიებში 18 დეკემბერს შევა და მისი ფასი 9.99 ლარი იქნება.

პროექტთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ინტერნეტგამოცემა "მარკეტერთან" ვრცლად ისაუბრეს. გთავაზობთ ინტერვიუს [დედანი].

M: რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი აქციის ჩატარება და რა არის ამ აქციის მიზანი ?

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია წიგნი ხელმისაწვდომი იყოს ყველა თინეიჯერისთვის,რადგან ეს წიგნი მათი და მათ მეგორების შერჩეულია. ასევე, ჩვენი უმთავრესი მიზანი კითხვის ხელშეწყობაა.

M: რატომ და ვინ შეარჩია ეს წიგნი ?

წიგნი პროექტის LiberTeens-ს ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა თავად შეარჩიეს. ,,შენი თაობის არჩევანი’’ ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან.

M: რაც შეეხება პროექტს LiberTeens …

”გამომცემლობა პალიტრა L”-ი აქტიურად გეგმავს, გამოსცეს თანამედროვე ლიტერატურა თინეიჯერებისთვის. იმისათვის, რომ სწორად შეირჩეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონებათ და დააინტერესებთ ბავშვებს, პალიტრა L თავად არჩევინებს მათ სასურველ ლიტერატურას.

პროექტისთვის შეირჩნენ წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები, რომლებიც გამომცემლობას აწვდიან ინფორმაციას მათთვის საყვარელი უცხო ენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და აძლევენ გამომცემლობას რჩევას გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად. გარდა ამისა გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისათვის აწვდის პროექტში მონაწიილეებს. ბავშვები კითხულობენ ინგლისურად, გერმნაულად სხვადასხვა წიგნებს და არჩევენ, თუ რომელი წიგნი მოეწონათ და ღირს რომ გამოიცეს.

ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი აღნიშნულ პროექტში და დიდი ინტერესით კითხულობენ წიგნებს. წერენ საინტერესო რეცენზიებს და გვაწვდიან თავიანთ შეხედულებებს. ხშირად იგეგმება შეხვედრები პროექტის მონაწილეებთან, სადაც განვიხილავთ წაკითხულ უცხოენოვან ლიტერატურას და საერთო დასკვნებს ვაკეთებთ მათ გამოცემაზე.

M: ყველას შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება ?

რა თქმა უნდა. მთავარი მოთხოვნაა, რომ ისინი იყვნენ თინეიჯერები და იცოდნენ რომელიმე უცხო ენა. სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, მობრძანდნენ Palitra L ის ოფისში ან მოგვწერონ ჩვენი Facebook ის გვერდზე.

წყარო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს