"პალიტრა L" -ის წიგნებზე დიდი საახალწლო ფასდაკლების ბოლო დღეს უპრეცედენტოდ ბევრი მკითხველი მივიდა

"პალიტრა L" -ის წიგნებზე დიდი საახალწლო ფასდაკლების ბოლო დღეს უპრეცედენტოდ ბევრი მკითხველი მივიდა

"პალიტრა L" -ის წიგნებზე ზამთრის დიდი ფასდაკლების ბოლო დღეს დიდი რაოდენობით მკითხველი მივიდა. ზამთრის დიდი ფასდაკლება "პალიტრა L"-ის წიგნებზე 20, 21 და 22 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" გაიმართა. მკითხველს საშუალება ჰქონდა წიგნები 1 და 2 ლარად, ასევე, 20-დან 75 პროცენტამდე ფასდაკლებით შეეძინა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი იყო საბავშვო, მხატვრული და შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურა. "პალიტრა L"-ის წარმომადგენელთა განცხადებით, აქციაზე უპრეცედენტოდ ბევრი მკითხველი მივიდა.

წიგნების მოყვარულებს აქციით სარგებლობის საშუალებას "პალიტრა L" 22:00 საათამდე აძლევს.

იხილეთ ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს