"მე/შენ ქრისტე ხარ" - "ბიბლუს გალერეაში" Toresa Mossy-ს ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

"მე/შენ ქრისტე ხარ" - "ბიბლუს გალერეაში" Toresa Mossy-ს ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

"მოთხრობა, რომელსაც Western Union ჰქვია, ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც მარტო რჩება მას შემდეგ, რაც დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. რეალური მოგონებები დედაზე ხუნდება და დედის ხატად ფულადი გზავნილები იქცევა",- ამბობს კიდევ ერთი წიგნის ავტორი, 2014 წლის "საბას" ლაურეატი Toresa Mossy, რომელიც მალე საზოგადოებას ახალ ნაწარმოებებს წარუდგენს.

Toresa Mossy - ის ახალი ნამუშევარი "მე/შენ ქრისტე ხარ" ერთ რომანს და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. მოთხრობებზე მუშაობის დროს, როგორც მწერალი აღნიშნავს, ხშირად მიმართავდა ექსპერიმენტებს. კრებულისთვის კი ის მოთხრობები შეარჩია, რომლებსაც, გარკვეული თვალსაზრისით, საერთო განწყობა აქვთ.

რაც შეეხება რომანს, "მე/შენ ქრისტე ხარ", ამ ტექსტზე მუშაობა მწერლისთვის საინტერესო იყო ფორმის თვალსაზრისით: "რომანი რომანში საინტერესო იყო სტრუქტურულად და დრამატურგიულად. უნდა მომეთხრო ორი სხვადასხვა ამბავი, რომ მთავარი ხაზები არ დაკარგულიყო და მკითხველისთვის გასაგები ყოფილიყო"- აღნიშნავს Toresa Mossy და დასძენს, რომ რომანში მკითხველი როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მხარეებს შეხვდება. თუმცა თავად ამ მხარეებზე არ საუბრობს: "რაც შეეხება რომანის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამაზე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო, რადგან ტექსტი ინტერპრეტაციის ველია და მისი გამოცემის მომენტიდან ავტორს უფლება არ აქვს თავისი შეფასებები მკითხველს თავზე მოახვიოს. ხშირად ხდება, რომ ის, რაც მწერალს სუსტი ჰგონია, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე."

რატომ შეარჩია წიგნისთვის ავტორმა სკანდალური სათაური, რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს რომანს, როგორ გაგრძელდება ბიჭის ისტორია და რა საერთო ნიშანი აქვს წიგნში შესულ მოთხრობებს, ამის გაგებას მკითხველი თავად წიგნიდან შეძლებს. წიგნის პრეზენტაცია კი ხვალ, ბიბლუს გალერიში 19:00 საათზე გაიმართება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს