წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს: "გაუჩინარებული ქალი" "პალიტრა L"-ისგან

წიგნები, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს: "გაუჩინარებული ქალი" "პალიტრა L"-ისგან

გამომცემლობა "პალიტრა L" კითხვის მოყვარულთათვის საინტერესო სიურპრიზების მოწყობას განაგრძობს და ამჯერად მკითხველს სერია "Top თრილერის" მეორე წიგნს, "გაუჩინარებულ ქალს" სთავაზობს.

"წიგნები, რომელზეც მსოფლიო ლაპრაკობს" - ასეთია "Top თრილერის" სერიის სლოგანი, რომელშიც თანამედროვე, ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული თრილერის ჟანრის წიგნები შევა.

"Top თრილერის" სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა". წიგნში საინტერსო და დამაინტრიგებელი ისტორიაა მოთხრობილი. წიგნის შინაარსის თანახმად, დახურული სკოლიდან ფინანსთა მინისტრის ვაჟსა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქალიშვილს იტაცებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი დეტექტივი ალექს კროსია, რომელიც საქმეს იკვლევს და დამნაშავის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს. შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება...

"Top თრილერის" სერიის წიგნები ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიების მიერ არის ეკრანიზებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე აღნიშნავს, თრილერი ყველა ასაკის, სქესისა და რასის წარმომადგენელს უყვარს.

სერიის მეორე წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალია", რომლის შეძენა და მასში მოთხრობილი არანაკლებ საინტერესო ისტორიის გაცნობა მსურველებს უკვე 10 ივნისიდან შეეძლებათ. წიგნი მკითხველებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალის ამბავს და მასთან დაკავშირებულ დამაინტრიგებელ ისტორიებს მოუთხრობს.

"Top თრილერის" სერია ამით, რა თქმა უნდა, არ მთავრდება და წიგნის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი, თრილერის მოყვარულებს ამ ჟანრის კიდევ ბევრ წიგნს სთავაზობს. სერიის მესამე წიგნი სტივენ კინგის "მობილური" იქნება.

"Top თრილერის" სერიას, სტივენ კინგის "მობილურის" შემდეგ დინ ქუცის "უცნაური თომასი", იუ ნესბეს "თავებზე მონადირე" და პაულა ჰოუკინსის "გოგო მატარებელში" გააგრძელებს.

თამარ კორკოტაშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს