დედილო ასტრიდ ლინდგრენი

დედილო ასტრიდ ლინდგრენი

1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში დაიბადა საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი აღნიშნავს, იგი იზრდებოდა "ცხენის" და "კაბრიოლეტის" ხანაში იმ დროს, როცა გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები - უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან უფრო მჭიდრო, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.

ბლოგს, რომელსაც ახლა თქვენ წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ბავშვობის წლებს და კითხვის რამდენიმე წუთში "სახურავის ბინადარ კარლსონთან" ერთად გაერთობით.

1992 წლის 19 ივლისს 6 წლის გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა მამამ ერთი შეხედვით სქელი წიგნი, რომელსაც არცთუ ისე მიმზიდველი ყდა ქონდა და ზედ ეწერა – სახურავის ბინადარი კარლსონი. დაახლოებით ერთი წელი გადაუშლელად მედო წიგნი, მაგრამ როდესაც გადავშალე – სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემთვის. დღემდე მესმის ის ზუზუნი რომლითაც შემოფრინდა კარლსონიკო ჩემს ცხოვრებაში და თან მოიყოლა პეპი, ემილი, ჩორვენი, პელე, კალე ბლუმკვისტი, ძმებო ლომგულები, რონია და სხვები.

სალტკროკა და სახურავი იყო ადგილები სადაც მთელ ოცნებას ვატარებდი. რამდენჯერ მიწანწალია რასმუსთან ერთად. ემილი, რომ ქალაქის ბაზრობაზე მიდიოდა მეც აუცილებლად მივყვებოდი ხოლმე.

კარლსონი და სალტკროკელი პელე ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. პეპიზე ვეჭვიანობდი რადგან ტომთან და ანიკასთან იყო ხშირად. ახალი სამყარო გამაცნო ასტრიდ ლინდგრენმა. დღეს 25 წლის ვარ, მაგრამ ჩემი წიგნების თარო, რომელიც ჩემი სიამაყეა (3 რამით ვამაყობ – ჩემი 3 თვის ნენე, სურამი და ჩემი წიგნების თარო) სავსეა ლინდგრენის წიგნებით. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა ჩემ შვილს უნდა წავაკითხო ლინდგრენი, ასე მგონია, რომ ამით ჩემ ბავშვობას დავიბრუნებ.

კარგად მახსოვს ერთხელ თვითმფრინავმა საკმაოდ დაბლა გადაიფრინა და მე ფანჯარა გავაღე, კარლსონი მეგონა. ჩემო კარლსონიკო შენ რომ იცოდე რამდენჯერ შენზე ნატვრაში ჩამძინებია, რომ იცოდე როგორ გელოდი აუცილებლად მოხვიდოდი ერთხელ მაინც. შენი ბოტოტა თითებით გამიფუჭებდი სათამაშოებს, მაგრამ შენ ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ მექანიკოსი ხარ და გამიკეთებდი. მერე ერთად შევჭამდით გუფთას (რომელსაც მხოლოდ შენი ხათრით ვჭამდი ხოლმე), ბოლოს მურაბას დავაყოლებდით.

დღემდე გელოდები და თუ მოხვალ უბედნიერეს ადამინად მაქცევ, მაგრამ ჩემსავით მილიონობით ადამიანი გელოდება და რამდენს უნდა გაწვდე? თუმცა მჯერა რომ ერთხელ აუცილებლად მოხვალ. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი.

არასოდეს არ ყოფილა, რომ კარლსონის არსებობაში ეჭვი შემეტანა, მაშინაც კი როცა იმ მომენტს ვკითხულობდი სადაც ბიჭუნა ეხვეწება კარლსონს - ერთხელ ჩემ მშობლებს ეჩვენე თორემ ლამის მეც აღარ მჯერ რომ არსებობ!. დღემდე მჯერა, რომ სტოკჰოლმის ერთი ლამაზი სახლის სახურავზე ცხოვრობს,ზის თავის ოთახში და ელოდება მფრინავ ძაღლებს, რომლებიც ისე ყავს აღზრდილი, რომ თუ დააგვიანეს ურეკავენ და აფრთხილებენ.

მარტოსულიცაა გოდორა კრალსონი, დარდობს – საღამოობით სახლის წინ რომ ჩამოვჯდები არავინ გამოივლის და – კარლსონს გაუმარჯოსო არავინ მეუბნებაო.

ბიჭუნა, ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო ჩემ წარმოსახვაში მას ყავდა ყველასათვის სანატრელი არსება.

ასტრიდ ლინდგერნი შვედი იყო, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა, მთელი მსოფლიოს პატარებს. ყველა პატარას საკუთარი ბებიასავით უყვარს ლინდგრენი. მახსოვს ერთხელ წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ვთხოვდი, რომ ჩემთან ჩამოსულიყო, რადგან სურამში კარგი ჰაერია და მოუხდებოდა. ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ ჩამოვიდოდა, რატომღაც მეგონა, რომ მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი გმირებიც და მათ წამოყვანასც ვთხოვდი. როგორ მოუხდებოდნენ სურამს...

მართლა საოცარი წერის სტილი ქონდა ასტრიდ ლინდგრენს, ერთნაირად მისაღებად წერდა ყველა თაობისათვის, ალბათ იმიტომაცაა ყველასთვის საყვარელი მწერალი.

ძალიან რთულია გერქვას მწერალი, კიდევ უფრო რთული საბავშვო წიგნების წერაა. ფაქიზია ბავშვის სამყარო რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ამ ფაქიზ სამყაროს გაულამაზებ ბავშვს და არა მარტო ბავშვს. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, მკითხევლის სიყვარული არასოდეს მოკლებია, სამაგიეროდ არც მკითხველს გვაკლებდა სითბოს და სიყვარულს.

ლინდგრენის ნაწარმოებები ჰუმანიზმის და სიყვარულის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს. ლინდგრენს ფრეკენ ბოკიც კი, რომელსაც კარსლონი და ბიჭუნა შინამტანჯველ ეძახდნენ ისე ყავს გამოყვანილი, რომ ძალაუნებურად გიყვარდება. ლინდგრენის ნებისმიერი ნაწარმოები ანდამატივითაა შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მეორედ ისევ არ მიუბრუნდე.

მადლობა დედილო ასტრიდ იმ ლამაზი წუთებისათვის, რაც მაჩუქეთ. მართლა გამილამაზეთ ბავშვობა. ყველაზე მეტად მენატრებით თქვენ გმირებთან ერთად. თქვენ მუდამ იარსებებთ სანამ დედამიწაზე ბავშვი იქნება, კარლსონიც კიდევ უამრავ ბავშთან შეფრინდება და უამრავი ბავშვის სახურავზე დადიდებს ბინას. პეპიც ბევრ ბავშვს წაიყვანს მამამისთან აფრიკაში. პელეს და ჩორვენის ბინის ყიდვით გამოწვეულ სიხარულსაც ბევრი გაიზიარებს. კიდევ ერთხელ მადლობა ასტრიდ რომ არსებობდით!!!

პ.ს. ჩემი შვილი ნენე ჯერ 4 წლისაა, მალე დავუწყებ ნაწარმოებების კითხვას, ასე რომ ძალიან მალე შეგხვდებით დედილო ასტრიდ!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცამეტე თავი)

აირჩიე წიგნები, რომელიც გინდა, რომ ხელმისაწდომი გახდეს - პრესასთან ერთად პროექტები გრძელდება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთორმეტე თავი)