"ბიბლუსი გალერიში" გრანდიოზული აქცია მიმდინარეობს

"ბიბლუსი გალერიში" გრანდიოზული აქცია მიმდინარეობს

"პალიტრა L" - ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ბიბლუსი გალერიში" გრანდიოზული აქცია მიმდინარეობს. 357 ლარის და მეტი ღირებულების შეძენილ წიგნებზე მყიდველი საჩუქრად Huawei-ის ტელეფონს იღებს.

დილიდან "ბიბლუსი გალერისთან" რიგი დგას. აქციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დიდია.

"აქციაში Huawei-ის ორი მოდელის ტელეფონი გამოვიტანეთ. ამ ტელეფონების ღირებულების წიგნების შემძენები ორი მოდელიდან მათთვის სასურველს აირჩევენ. აქციაში "პალიტრა L-" ის ყველა წიგნი შედის", - აცხადებს "პალიტრა L-" ის მარკეტინგის მენეჯერი ხვიჩა ჯღუთაშვილი.

წიგნების შეძენა და საჩუქრად ტელეფონის მიღება უკვე რამდენიმე ადამიანმა შეძლო.

"შევიტყვე აქციის შესახებ და გადავწყვიტე მეყიდა 604 ლარის წიგნები. საჩუქარდ Huawei-ის ტელეფონი მრჩება. პირველ რიგში მინდა ის წიგნები ავიღო, რომელიც წაკითხული არ მაქვს", - აღნიშნავს ერთ-ერთი მომხმარებელი ანა რუსიტაშვილი.

"აქციის ფარგლებში მშობლებთან ერთად მოვედი და 1200 ლარის ოდენობის წიგნების შეძენას ვაპირებთ. საჩუქრად ტელეფონებსაც მივიღებთ", - ამბობს მომხმარებელი მარიამ ქიბაძე.

"პალიტრა L" - ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე აქცია ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 12 დეკემბერს საღამოს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს