4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება

4 უძველესი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება

დღეს ბევრს მიაჩნია, რომ კომპიუტერი წიგნის მთავარი კონკურენტია და საბოლოოდ ჩაანაცვლებს კიდეც მას, თუმცა, საბედნიეროდ, ამ წინასწარმეტყველებას ახდენა არ უწერია, წიგნს თავისი ადგილი უჭირავს მკითხველის ცხოვრებაში. ბიბლიოთეკები ხალხითაა სავსე, თაროები - რომანებით, დეტექტივებით, ენციკლოპედიებით; დახლები ახალ-ახალი ნაწარმოებებით. კლასიკოსებისა და ცნობილი მწერლების გვერდით ადგილს იმკვიდრებენ თანამედროვე პროზაიკოსები, დრამატურგები და პოეტები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს წიგნებზე ვესაუბრეთ და წიგნის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაციაც მივიღეთ.

-ჩვენს ბიბლიოთეკას სერიოზული საცავი აქვს, ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის დაარსებას, სადაც პერიოდულად გამოიფინება უძველესი წიგნები. მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათი ელექტრონული ვერსიებიც. მუზეუმი ნებისმიერი ეროვნების სტუმრისთვის საინტერესო იქნება. ის კულტურულ ცენტრად გადაიქცევა და ევროპაშიც გაგვითქვამს სახელს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ უძველესი კულტურა გვაქვს და მნიშვნელოვანი ერი ვართ.

-რომელი უძველესი წიგნები ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?

-გვაქვს მინიატურული და გიგანტური წიგნები. მინიატურული წიგნები მე-16 საუკუნიდან გამოიცემოდა და მათი ბეჭდვა დღესაც გრძელდება. მე-17 საუკუნითაა დათარიღებული ქართულ-იტალიური ლექსიკონი. ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი "სახარება", "ვეფხისტყაოსანი" და ანდრია დადიანის "საჭადრაკო ეტიუდები". უძველესი ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი" გემოვნებით არის გაფორმებული. მასში შეგვხვდება ვახტანგის პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. ტექსტი შავი ფერითაა დაწერილი, სათაურები და პირველი ასოები კი წითლად. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანის" მხოლოდ ოცამდე ეგზემპლარი არსებობს განაგრძეთ კითხვა

თათული ღვინიანიძე

ჟურნალი "ტოპ რეიტინგი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს