კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:23 / 15-03-2016
"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები
"...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველ თვე დავბრუნდები!! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - ეს სიტყვები ფრედერიკ ბეგბედერს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში მის ერთ-ერთ მასპინძელს, ტელეწამყვან ოლგა ბაბლუანს გამოატანა ქართველებისთვის, საქართველოზე შეყვარებულმა ფრანგმა მწერალმა...

ამ ემოციურ სიტყვებამდე, არანაკლები ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე ორი დღე იყო, რომელიც ბესტსელერების ავტორმა თბილისში გაატარა. "ახლა მივხვდი, რას გრძნობს ჯასტინ ბიბერი", - აღმოხდა მწერალს, როცა მკითხველთან შესახვედრად "ბიბლუსი გალერეაში" მისულს, ათასობით მკითხველი დახვდა ფოტოებისა და ავტოგრაფების მოლოდინში.

"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ქართველი მკითხველისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. გამომცემლობის დირექტორი, თინა ასათიანი AMBEBI.ge-ს "ბიბლუსი გალერეაში" გამართული შეხვედრის დეტალებზე უყვება: "შეხვედრა დაგეგმილი იყო 11 მარტს 15.30 საათზე. დიდი ხალხმრავლობა დახვდა ავტორს. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, ეს რიგი რომ დაინახა, მითხრა: "ასეთ რაღაცას არ ველოდი, შოკში ვარ, წავალ აფთიაქში, დამამშვიდებელს დავლევ და მოვალო. მართლაც წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაბრუნდა.

ყველაფერი ორგანიზებული იყო. გვყავდა დაცვა, იყო პატრული, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, იმდენს უნდოდა ავტორისგან ავტოგრაფი, ფოტოს გადაღება თუ ავტორთან შეხება, რომ ხალხის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა, ბეგბედერის შენობაში შეყვანა ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ავტორთან კითხვა-პასუხის რეჟიმი. აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება მიეცემოდა და შემდეგ დაიწყებოდა ავტოგრაფების დარიგება დამსწრეებისთვის", - იხსენებს თინა ასათიანი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კითხვა-პასუხის დაწყებამდე, "პალიტრა L"-მა მწერლის მცირე წარდგენა გააკეთა. თუმცა, "2 წუთიც არ იყო გასული, სკამზე ვეღარ ჩერდებოდა. დაგვიძახა და გვთხოვა ჩაგვეშალა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რადგან პირდაპირ ხალხში ჩასვლა სურდა. გადახტა სცენიდან და აუდიტორიას შეერია. ხალხმა ჯებირები მოარღვია, რიგი დაირღვა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შემოსულიყვნენ, ავტოგრაფი მიეღოთ და გასულიყვნენ. მწერალს სურდა, რომ მკითხველთან ახლოს ყოფილიყო და მთელი პროცესი თავისი სურვილით წარმართა. ჩავიდა გულშემატკივრებთან, დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას. დაიღლებოდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამოვიდოდა სცენაზე, შეისვენებდა და ისევ ჩადიოდა", - ამბობს თინა ასათიანი.

მისივე ინფორმაციით, მწერალს რამდენიმე ქართული ფრაზა ჰქონდა მომზადებული, რომლებიც მისალმებას, მიმართვას და მადლიერებას გამოხატავდა. ბეგბედერი განსაკუთრებით მოხიბლულა ქართული სუფრით და სიამოვნებით დააგემოვნა წითელი ღვინოც: "თქვა, რომ ამ ქვეყანაზე გიჟდება, ძალიან მოსწონს ქართული სუფრა და ჭაჭა მოითხოვა. "ბიბლუსი გალერეაში" ჭაჭა არ გვქონდა. შევთავაზეთ წითელი ღვინო, რომელიც ძალიან მოეწონა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სვამდა, ამბობდა სადღეგრძელოებს", - გვიყვება ასათიანი.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მწერალს ქართული ასოებით შესრულებული მისი სახელი და გვარი გადასცა. ქართულმა დამწერლობამ, ფრანგი მწერლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფრანგი მწერალი ქართველი ახალგაზრდების კითხვისადმი სიყვარულით აღფრთოვანდა: "ყველაზე მეტად გაუხარდა ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კითხულობს წიგნებს და უყვართ ლიტერატურა. გაუხარდა, რომ მისი ამდენი ნაწარმოებია ქართულ ენაზე გამოცემული და მკითხველი ჰყავს", - აღნიშნავს თინა ასათიანი.

"პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია საქართველოში. ამ ეტაპზე ქართველი მკითხველისთვის 6 ნაწარმოებია თარგმნილი. აპრილის შუა რიცხვებისთვის მისი სულ ბოლო ნაწარმოები "უნა და სელინჯერი" გამოვა.

თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე
01:36 / 29-03-2016
მიშველაძეს აქვს ნოველა - კაცი ქვებს ესვრის ეკლესიას; თან იძახის, აბა, თუ რამე შეგიძლია - დამსაჯეო. გამვლელმა უთხრა, მეტი რა დასჯა გინდა, ეკლესიას ქვას ესვრიო.ზოგიერთი ქართველი ასეთ მდგომარეობაშია.
გივი მრელაშვილი
12:46 / 19-03-2016
პუწინის ყველა დამცველს ................................................................................................................................................................
kkk
მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში გორისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკებმა უკვე 40 ტონაზე მეტი დაზიანებული წიგნი ჩააბარეს
ბიჭი, რომელიც წიგნებს "აცოცხლებს"
ნიკოლას სპარკსი ცნობილია სიყვარულის, ტრაგედიის, ბედისწერის ამსახველი რომანებით
ქალი ეზოში ზის და ბავშვებს ხმაურიან თამაშს უკრძალავს, ცელქებს სათამაშოებს ართმევს, ბიჭებს ბურთს უჭრის...
16-გრამიანი ოქროს მონეტა პროექტ "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ფარგლებში
მარკეტინგის სწორად მართვა ერთგვარი ომია, რომელშიც წლებია ათობით ათასი კომპანიაა ჩართული
სტენდალის 4-ტომეული "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში
ამჯერად, წიგნები აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოფლებისთვის შეგროვდა
საინტერესო და ინოვაციური - ასე შეაფასა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა პროექტი
24 განსხვავებული მონეტა, რომელიც საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:11 / 06-12-2016  Image რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
"უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი"
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49