კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:08 / 14-04-2017
დღეს ქართული ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ
დღეს 14 აპრილია და ქართული ენის დღეა.

მსოფლიოში 5000-მდე ენაა, დამწერლობა - მხოლოდ 14, რის გამოც თითოეული კულტურულ ენად იწოდება, მათ შორის არის ქართულიც.

არსებობს ისეთი ანბანებიც, რომლებიც რამდენიმე ენისთვის გამოიყენება, მაგალითად, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა იყენებს, ამერიკასა და ავსტრალიაში, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა, აზიის ზოგიერთი ქვეყანა... ქართულს მხოლოდ ქართველები ვიყენებთ.

ჩვენი ანბანი ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი ანბანური სისტემაა. უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნით თარიღდება. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებს განეკუთვნება.

მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე ჰქონდათ. რეალური ქართული მწიგნობრობის ისტორია კი სათავეს V საუკუნიდან იღებს.

მნიშვნელოვანია XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის - ლეონტი მროველის ცნობა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის - ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) შემოღებულად მიიჩნევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ XI საუკუნის ისტორიკოსი უფრო ადრინდელი მემატიანის ცნობას ეყრდნობა. ისტორიკოს რამაზ პატარიძემ თავის კვლევაში დაადასტურა, რომ ქართული ანბანი მართლაც ფარნავაზის ეპოქაშია შექმნილი.

არსებობს ასეთი ჰიპოთეზაც, რომ ქართულ ანბანს საფუძველი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ ჩაეყარა... განიხილება საკითხიც, რომ დიდი ალბათობით, ქართული ანბანი ბერძნულიდან მომდინარეობს...

ჩვენმა ანბანმა სამი საფეხური განვლო:
1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი;
2. ნუსხური;
3. მხედრული.

თითოეულს თავისი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის მიხედვით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.

ასომთავრულით (ანუ მრგვლოვანით) შექმნილი ხელნაწერები XI ს-ის ჩათვლით გვხვდება. ნუსხურის პირველი ნიმუშები - IX ს-დან, ხოლო მხედრული - X ს-ში. ნუსხური XIX საუკუნემდე მხედრულის პარალელურად არსებობდა. მხედრული ქართული დამწერლობა ახლაც გამოიყენება.

სამივე სახის დამწერლობისთვის სახასიათო ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს, რაც ზოგადად ჩვენი დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

მოამზადა ლალი ფაციამ
AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა
02:06 / 19-04-2017
საქართველო არის,სუფრის,ცივილიზაციის,ვაზის,ღვინის,სადღეგრძელოს აკვანი და გამტან-გამავრცელებელი დედამიწის ერებს შორის! და არა მარტო დამწერლობით ვართ გამორჩეულნი,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი ბევრი ნიუანსისაგან რაც ჩვენს ანბანს გააჩნია როგორც იწერება,მარტივად რომ ვთქვათ ისევე იკითხება ანუ მიკიბ მოკიბვების, მახვილების და სხვა უამრავი გართულებისა და ტუტუცური ბარიერების გარეშე ! აი ესაა და უფრო მეტიც: ენა ქართული:ოქროს ხმიან სიმებად გულში ამოხლართული ! რუსი მეცნიერები და მსოფლიო ამტკიცებს რომ ბასკური და ქართული წარმოადგენს შუმერულ დიალექტს რაც დედამიწაზე სხვაგან არ გვხვდება,რუსები რა თქმა უნდა ქართველების მაგიერ კავკასიელებს ასახელებენ მხოლოდ,რადგან მათ ხომ უნდა დაგვწიხლონ ყოველთვის ქართველები? არადა სტალინმა და ბერიამ გადაარჩინა ისინი: ჰიტლერი ხომ დაკოდვას უპირებდა ყველა რუსს ! ეს ისტორიული ფაქტია რომ ჰიტლერი მეორეხარისხოვნებს და ბარბაროსებს უწოდებდა მათ და რუსები ამას დაუფარავად ტელევიზიითაც აცხადებენ დღესაც მაგრამ, რუსები ბევრ რამეს ნებსით თუ უნებლიედ აღიარებენ რაც ქართველების უზველეს კულტურასა და ცივილიზაციაზე მიუთითებს ! არც სულით და არც ფიზიკურად არ დაეცეთ ქართველებო რადგან ჩვენ კიდევ გაგვიცნობენ: 5 მეტრიანი ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა ბორჯომის ნაკრძალში,რამაც დარვინიზმი საერთოდ სანაგვეზე მოისროლა თუმცა ის არც ამტკიცებდა რომ გინდა თუ არა მაიმუნისგან იყო შექმნილი ადამიანიო! არამედ ჰიპოთეზა ჰქონდა ასეთი მცდარი,მას აპიარებენ დღესაც! ინგლისელები კი ამტკიცებენ რომ ქართული ენა არის ყველა ენის საწყისი.რაც შეეხება 5 მეტრიან ადამიანებს,რუსებივე ამტკიცებენ რომ, ბათუმიდან მიმავალი გემიდან სამი ადამიანი დაინახეს თუ როგორ მიცურავდნენ ორი ქალი და ერთი ბავშვი რომელიც ორ მეტრამდე იყო! შავი ზღვა ატლანტიდის ნაწილიაო ამასაც ამტკიცებენ მსოფლიო მეცნიერები,კოსმოსიდან კი შენობები ქუჩები და რა არ ჩანს. თქვენ ნახავთ კიდევ რამდენი დამტკიცდება,მაგრამ ბევრი ზრუნავს რომ ქართველები აღვიგავოთ დედამიწის პირიდან და გვაზომბირებენ თავისი ჭკუით, გამოსდით გარკვეულწილად კიდეც. იშრომეთ, იღვაწეთ იფიქრეთ და იაზროვნეთ ხალხო თორემ მართლა გადავშენდებით რადგან დედამიწაზე მიდის ბრძოლა წესების გარეშე,ჩვენ კი ამ საქმესაც ალღო უნდა ავუღოთ,თუ არა ცუდად მიდის ჩვენი დემოგრაფიული განვითარების მდინარე! ვინც გინდა იხტუნაოს და რომელმა ქვეყანამაც გინდა ჩვენზე დიდი ისტორია არავის გააჩნია და ამას ამტკიცებს მსოფლიო მეცნიერება და ფაქტები,არტეფაქტები და სხვა
სიკეთე
15:17 / 14-04-2017
და იქნებ ბერძნებმა შექმნეს ქართულისაგან? იბერიული ცივილიზაცია წინ უსწრებდა ბერძნულს, გაეცანით ზვიად გამსახურდიას შრომებს ამ საკითხის ირგვლივ, სადაც იგი ამირანის და პრომეთეს შესახებაც საუბრობს. სად და როდის იყო რომ ერთი ერის გმირს მეორე ერის მთაზე აკრავდნენ?!
www
მსგავსი სიახლეები
მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას
გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა
პირველკლასელთათვის სახელმწიფო 16 552 ბუნების სახელმძღვანელოს ბეჭდავს
"ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ"
დაწ­ვ­რი­ლე­ბით ეკითხე­ბო­და თურ­მე ყვე­ლას - კაც­სა თუ ქალს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და და რვე­ულ­ში ინიშ­ნავ­და
რატომ ვერ ჩამოდის გინესის კომისია საქართველოში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49