ბორის აკუნინი: ჩემი ქვეყანა მტრის მიერაა ოკუპირებული

ბორის აკუნინი: ჩემი ქვეყანა მტრის მიერაა ოკუპირებული

ცნობილმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგორი ჩხარტიშვილი) ლონდონში ვიზიტისას ტელეკომპანია BBC-ის ინტერვიუ მისცა, სადაც უამბო თავის შეხედულებებზე რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.

აკუნინის აზრით, რუსეთი დღეს ოკუპირებულია, თუმცა პრობლემა რუსეთის პრეზიდენტში არ არის.

- მწელობის გარდა თქვენ საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობით ხართ დაკავებული. ხომ არ გქონიათ სურვილი დაგეწერათ პოლიტიკური რომანი?

-არ ვთვლი, რომ ოდესმე პოლიტიკური საქმიანობით ვიყავი დაკავებული. მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომლის აზრსაც ვიზიარებ, ასევე შევეწინააღმდეგო იმ ძალას, რომელიც, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნისთვის საზიანოა. ამასთანავე, ყოველთვის ვიყავი მწერალი და ასეთად დღესაც ვრჩები.

რაც შეეხება პოლიტიკურ რომანს, არა მგონია ისეთნაირად ვიყო მოწყობილი, რომ შევძლო პოლიტიკური შეგრძნებების გადატანა მხატვრულ ფორმატში. ახლა ისეთი დრო დადგა, შავ-თეთრი დრო, როცა პოლიტიკურ საკითხებზე პირდაპირი ტექსტით, ყოველივე თამაშის, სახის დაღრეჭის გარეშე უნდა ისაუბრო.

- ბოლო ერთი წელი დაკავებული ხართ მრავალტომეულის, „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ წერით. თქვენ ამ ნაშრომით იმ პერიოდში დაკავდით, როცა ქვეყანაში პოლიტიკური, იდეოლოგიური აქტივობა პიკზე იყო. ამასთანავე, განაცხადეთ, რომ წიგნი მხოლოდ ფაქტებს დაეფუძნება. რატომ აირჩიეთ ასეთი პოზიცია?

-შეგძნება გამიჩნდა, რომ ჩემ ქვეყანაში, რუსეთში ვცხოვრობ და ხანდახან არ მესმის, რატომ არის ასეთი. გამიჩნდა შინაგანი მოთხოვნილება, გავერკვიო ამაში, რადგან ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს დამნაშავის ძებნა, ვიდრე კითხვის დასმა, რა უნდა გავაკეთოთ. როცა ისმევა კთხვა ვინ არის დამნაშავე, პასუხი უამრავია: დამნაშავეა სტალინი, ბოლშვევიკები, რომანოვები.. ფიქრს სულ უფრო შორს, წარსულში მიყავხარ. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, დასაწყისში დავბრუნდე და მთელი ეს გზა გამოვიარო. იხილეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს