ნიუ-იორკის №1 ბესტსელერების ავტორის საუკეთესო სასიყვარულო რომანი ქართულ ენაზე ითარგმნა

ნიუ-იორკის №1 ბესტსელერების ავტორის საუკეთესო სასიყვარულო რომანი ქართულ ენაზე ითარგმნა

"...შელბი ენ ფომროი-ფოქსვორთი დაქვრივდა. ილუზიები გაქრა. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა, თურმე არც არსებობდა...

შელბის სიმშვიდე და ახალი ცხოვრების დაწყება სურს. ამიტომაც თავის გოგონასთან ერთად შინ, სამხრეთში ბრუნდება... მაგრამ შეძლებს კი დაივიწყოს ტკივილი, იმედგაცრუება და სიცრუე? გააგრძელებს ცხოვრებას ისე, რომ არ გაარკვიოს სიმართლე? მისი წარსული ხომ არ გამქრალა. ქმრის საიდუმლო უთუოდ უნდა ამოიხსნას. შელბი მზად არის, დაწყებული გამოძიება დაასრულოს. თუმცა მშობლიურ ქალაქ რანდევუ-რიჯში კვლავ საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება მის საყვარელ ადამიანსაც... მკვლელობის მცდელობა მხოლოდ დასაწყისია!"

ეს ნორა რობერტსია, წიგნი "მატყუარა". ამაღელვებელი შინაარსი და მომაჯადოვებელი წერის მანერა. წიგნის პირველივე გვერდს მიეჯაჭვებით და გაგიჭირდებათ მის დასრულებამდე სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. მისი წიგნები გამორჩეულია, მსოფლიოს 34 ქვეყანაში იბეჭდება და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"შთამბეჭდავი წიგნია, საოცარი შინაარსით. რა ძნელია, გიყვარდეს ადამიანი და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, რომ თურმე ის არც კი არსებობდა... ახალი ცხოვრება, ახალი შტატი, ახალი სიყვარული, მაგრამ წარსული არ ქრება. "მატყუარას" პირველი გვერდის წაკითხვისთანავე საოცარი ინტერესი გაგიჩნდებათ, ხოლო წიგნის დასასრული გაგაოცებთ", - წერს The Wall Street Journal-ი.

ნორა რობერტსი პირველი მწერალია, რომელსაც აქვს თითქმის ყველა არსებული ჯილდო რომანტიკული ჟანრის რომანებისთვის. მას დაწერილი აქვს 200-ზე მეტი რომანი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისმა ყველა რომანმა დაიმკვიდრა ადგილი მკითხველის წიგნის თაროზე. რობერტსის რამდენიმე წიგნი "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების სიაში 1991 წელს შევიდა, ხოლო 1999 წლიდან ამ სიაში მისი ყველა წიგნი ფიგურირებს. ეს 900 კვირაზე მეტხანს მოიცავს, რაც დაახლოებით 17 წელია.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს პრემიები: Quill Award ნომინაციაში "წლის წიგნი" და RITA Award ნომინაციაში "საუკეთესო სასიყვარულო რომანი". ასევე არის Golden Medallion პრემიის მფლობელი. ნორა რობერტსის 34 სხვადასხვა წიგნი ყოველ 1 წუთში იყიდება. მის ყველა წიგნს თუ დააწყობთ თავიდან ბოლომდე, ის გაიჭიმება ამერიკის მანძილზე, ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე 18-ჯერ. ეს წარმოუდგენელი ციფრია!

ნორა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის მკითხველს ინტერნეტით დაუკავშირდა. მის საიტს Noraroberts.com 140.000 სტუმარი ჰყავს თვეში, რაც ნახევარ მილიონ გვერდის მნახველს შეადგენს. ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანია, როცა მის შემოქმედებას აფასებენ, აინტერესებთ და ფილმებსაც კი იღებენ. ნორა რობერტსის 9 წიგნი აქციეს ფილმად.  "ნორა რობერტსი ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული მწერალია. თავისი ზუსტი და მკაფიო წერის მანერით ყველას შეაყვარა თავი. მას მხოლოდ 45 დღე სჭირდება ახალი წიგნის დასაწერად. ნორა რობერტსი მართლაც ოსტატია" - წერს The New Yorker.

"ნორა რობერტსის წერის სტილი საუცხოო, ახალი და თანამედროვეა. მწერალს ხშირად ადარებენ ცნობილ მწერლებს, შელდონსა და ბრისკინს. მართლაც, ნორა რობერტსი სიდნი შელდონის გამგრძელებელია - იგი ხომ რომანტიკული დეტექტივის ოსტატია" - ვკითხულობთ Kirkus Reviews-ის სტატიაში.

რომანი "მატყუარა", რომელიც 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდა, მისი 214-ე წიგნია. ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა ის ქართულად ეთარგმნა ქართველი მკითხველისთვის. ინგლისურიდან წიგნი თარგმნა ია ქვაჩახიამ და 18 აპრილიდან ქართველ მკითხველს ამერიკელი მწერლის შემოქმედების გაცნობის შანსი მიეცემა. წიგნი "პალიტრა L"-ის ერთ-ერთ სერიაში - წლის ბესტსელერში გამოდის. ამ სერიაში გამოიცემა მხოლოდ ის წიგნები, რომლებსაც სხვადასხვა ლიტერატურული პრემია აქვთ აღებული.

შეგახსენებთ, "პალიტრა L"- ს აქვს გათამაშება #იკითხე და მოიგებ, გათამაშებაში მონაწილეობს ნორა რობერტსის "მატყუარა". "იკითხე და მოიგებ" არის გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მოგებიანია. თუ შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზევე გადმოგცემენ, შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც 29 მაისს, წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს