მსოფლიო ლიტერატურის 10 აკრძალული წიგნი

მსოფლიო ლიტერატურის 10 აკრძალული წიგნი

ლიტერატურა ყოველთვის იყო ცენზურის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი, რადგან ისტორიის განმავლობაში, ყველაზე ტაბუირებული და აკრძალული თემების გაშუქებას პირველ რიგში მწერლები ბედავდნენ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც სიტყვისა და აზრის თავისუფლება ხელშეუხებელ ფასეულობას წარმოადგენს, ცენზურამ თავისი ძალა თითქმის, დაკარგა.

თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ, წიგნების ამოღება ან აკრძალვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.

"საოცარი ახალი სამყარო" - ოლდოს ჰაქსლი (1932 წ.).

ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი თავის ნაწარმოებში მიმართავს იმ პერიოდში პოპულარულ, ინდუსტრიალიზაციის თემას და იკვლევს ადამიანის მიერ საკუთარი იდენტობის დაკარგვის პრობლემას.

"საოცარი ახალი სამყარო" - ანტიუტოპიური, ცინიზმით აღსავსე რომანია.

ირლანდიაში ჰაქსლის ნაწარმოები ბავშვთა დაბადების საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის გამო აიკრძალა. ოლდოს ჰაქსლი "საოცარ ახალ სამყაროში" წერდა, რომ მოვა დღე, როცა ბავშვებს სპეციალურ ინკუბატორებში შექმნიან, კაცობრიობა კი მაღალ და დაბალ კასტებად იქნება დაყოფილი.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში წიგნი სასკოლო ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს.

"მრისხანების მტევნები" - ჯონ სტეინბეკი (1939 წ.)

ამ რომანისთვის ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა პულიცერის პრემია აიღო. წიგნში საუბარია, თუ როგორ აისახა დიდი დეპრესია ღარიბ ფერმერებზე.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფერმერების ოჯახი ოკლაჰომას შტატიდან მშობლიურ მიწას ტოვებს და ათასობით სხვა ღარიბ გლეხთან ერთად კალიფორნიაში ჩადის. რომანში აღწერილია სიღარიბის სისასტიკე და ადამიანის ტრაგედია.

რომანის წერის დროს ჯონ სტეინბეკმა ერთი თვე მუშებთან ერთად გაატარა. საზოგადოების მხრიდან "მრისხანების მტევნებს" დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამერიკელები შეშფოთებული იყვნენ თანამოქალაქეების სიღარიბით, აშშ-ის ზოგიერთი შტატის ხელისუფლებამ კი ეს მოსაზრება არ გაიზიარა და წიგნი აკრძალა.

"მრისხანების მტევნები" ნიუ-იორკის, სენტ ლუისის, კანზას სიტისა და ბუფალოს ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. 1953 წელს სტეინბეკის ნაშრომი აკრძალეს ირლანდიაშიც.

"კირჩხიბის ტროპიკი" ჰენრი მილერი (1934 წ)

ამ წიგნის მთავარი მოვლენები საფრანგეთში, გასული საუკუნის 30-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც იმ პერიოდში სიღარიბეში ცხოვრობდა და შიმშილობის ზღვარზე იყო. რომანში ჰენრი მილერი აღწერს თავის სექსუალურ ცხოვრებას და მწერალ კოლეგებთან ურთიერთობას. იხილეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს